მოზარდისთვის, რომელიც იაშვილის კლინიკაში მკურნალობს, ბარიერი არავის შეუქმნია იმის გამო, რომ ის რუსეთის მოქალაქეა, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, საქართველოში თანაბარი ყურადღება ექცევა ყველას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს.
სერგეენკო გამოეხმაურა მოზარდის მშობლების მოთხოვნას, რომ სპეციალური საჰაერო რეანომობილით საქართველოდან ბავშვის რუსეთში ტრანსპორტირება მოხდეს. როგორც მინისტრმა განაცხადა, მშობლებს განემარტათ, რომ სპეციალური საჰაერო რეანომობილით უზრუნველყოფის საშუალება საქართველოს არ აქვს, ხოლო სხვა შემთხევვაში სთავაზობდნენ რეანომობილსა და კომერციულ რეისს, რომელსაც თან ახლავს ექიმი. მინისტრის თქმით, მიუხედავად ამ წინადადებისა, მშობლები მაინც სპეციალურ საჰაერო რეანომობილს ითხოვენ. ამასთან, სერგეენკოს განცხადებით, საქართველო მზადაა, რომ გულის ის ოპერაცია, რომლის გამოც მშობლები რუსეთში ტრანსპორტირებას მოითხოვენ, საქართველოში უსასყიდლოდ ჩაუტარდეს მოზარდს.
„ერთი თვის წინ პაციენტი გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის საჭიროებით შევიდა კლინიკაში. მას ეს ოპერაცია ჩაუტარდა. იქიდან გამომდინარე, რომ მას სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებებიც აქვს, რომლის კონკრეტიკაში მშობლების ნებართვის გარეშე ვერ შევალ, ბავშვის მდგომარეობა იყო მძიმე. მას სჭირდებოდა ერთი თვის განმავლობაში რეანიმაციაში მკურნალობა. ხაზს ვუსვამ, რომ მისთვის ბარიერი არავის შეუქმნია იმის გამო, რომ ის რუსეთის მოქალაქე იყო, ან ფინანსები მოეთხოვათ და ამიტომ რაღაც დაეკლოთ. თანაბარი ყურადღებით ვექცევით ყველას, არავის ვტოვებთ განსაცდელში, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს. ახლა კი ასეთი მდგომარეობააა, რომ თავის თანდაყოლილი დაავადებებიდან გამომდინარე, სჭირდება კარდიოქირურგიული, გულზე ქირურიული ჩარევა. ჩვენ მზად ვართ და შევთავაზეთ მას, რომ ეს საქართველოში კეთდება ძალიან კარგად და მას არანაირი ფინანსური ბარიერი არ ექნებოდა. სახელმწიფო დაეხმარებოდა ამ ოპერაციის დაფინანსებაში, თუმცა მშობლებს სურვილი აქვთ, რომ ეს ოპერაცია რუსეთში გაკეთდეს და ითხოვენ, რომ სპეციალური თვითმფრინავით მოხდეს ბავშვის გადაყვანა. ჩვენი შეთავაზება ძალაშია, ამ ბავშვისთვის არაფერი დაგვიკლია. ოპერაციაზე თუ დათანხმდებიან, გავუკეთებთ ისე, რომ მათ თანხა არ დაეხარჯებათ. რაც შეეხება მათ სურვილს, ცხადია მათი შვილია და მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ მოკლებული ვართ იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულად საჰაერო რეანომობილი ვიქირავოთ და გადავიყვანოთ. ვთავაზობთ იმას, რასაც ვთავაზობთ და განსაცდელში არ ვტოვებთ.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ რამდენიმე სიუჟეტი ვნახე და გული დამწყდა იმაზე, რომ მართლა არ შეიძლება ასე ყველაფრის პოლიტიზირება, რომ აი, რუსეთს ვთხოვთ დახმარებას. არაფერი დაგვიკლია ამ ბავშვისთვის. მათ აქვთ თვითონ სურვილი, რომ გადაფრინდეს რუსეთში. ამასთან დაკავშირებით დახმარების კუთხით შესაძლებლობას მოკლებული ვიქნებით. საბოლოო ჯამში, ბავშვს სჭირდება ტრანსპლანტაცია, თუმცა ტრანსპლანტაციამდე - კიდევ ერთი ეტაპობრივი ქირურგიული ჩარევა“, - განაცხადა დავით სერეგენკომ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/5...-moqalaqea.htmlაი, რა ვერ გავიგე, იცით.
რომ იძახის არანაირი განსხვავება არააო ეგ კი კაი, ეგრეც უნდა იყოს,
მაგრამ საქართველოს მოქალაქესაც გაუკეთებდნენ ამ ყველაფერს და ოპერაციის დაფინასებას შესთავაზებდენ?
არ დაიწყოთ ეხლა რახან რუსეთის მოქალაქეა, ეპათხალიმებიანო
ზუსტად იგივეს გააკეთებდნე ნებისმიერზე, ოღონდ უცხოელზე
რატო ვერ ვხვდები
ქართელებმა რა დააშავეს?
გაუწიე პირველადი დახმარება რაც დაზღვევითაა გათვალისწინებული და თუ სხვა პაკეტი არ აქვს ნახუი
ჩვენებთან მასე იქცევიან და რა ვიცი
ის ქინძიც ასე იქცეოდა, მაგან დაიწყო აფხაზების და ოსების განსაკუთრებული მკურნალობები და ესენიც
ჯერ საკუთარს მიხედე განსკაუთრებულად ეს დედანატირები და მერე სხვებს