#53248224 · 12 Aug 2018, 14:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობა გახსნა - დაკავებულია ერთი პირი 10:12 12-08-2018 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობა გახსნა - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამჯხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ. მ. - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ., ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ე.ც-ს ნაცნობები თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული პ.მ. და 1983 წელს დაბადებული ს.პ. რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის, მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გ.მ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ვინ იყვნენ ეს თბილისიდან ჩასულები და რა გახდა შელაპარაკების მიზეზი? ქართველები იყვნენო ესე ამბობენ და ვინმემ რამე იცით? ეს სოფელი სათხე დიდი ანტიქართული სოფელია ისე, კუმურდოსავით. ყარაბაღში დაღუპული თანასოფლელების ძეგლი დგას სოფელში?
4 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 2 უჩინარი წევრი) 1 წევრი: kardinali100 თუ რამე სომხეთთან დაკავშირებულია, ავტომატურად იტაგები თუ რა არის
This post has been edited by A10 on 12 Aug 2018, 14:32
--------------------
დედისტყვნა ბიძინას! მამისტყვნა კობახიძეს! საქართველოს დიდება და გამარჯვება!
|