#53275564 · 17 Aug 2018, 19:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
anonimuri
ფსიქოლოგიას თუ დავუჯერებთ, მასეა. პირველი სიყვარული რასაც ბავშვი გრძნობს არის სიყვარული მშობლების მიმართ და მშობლებთან ურთიერთობის მიხედვით უყალიბდება მიზიდულობა გარკვეული ტიპაჟის ადამიანების მიმართ, თუ ბავშვს ჰყავდა პრობლემური მშობლები და არ ჰქონდა სრულფასოვანი ურთიერთობა მშობლებთან, ვერ იღებდა საკმარის სითბოს, ყურადღებას და მზრუნველობას, თუ ჰქონდა ადგილი ზედმეტ სიმკაცრეს და მითუმეტეს ფიზიკურ ძალადობას, თუ მიატოვეს, ზრდასრულ ასაკში საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაშო პრობლემები ხშირია, რადგან აღზრდა მოქმედებს ადამიანის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე და ურთიერთობის პირველი მოდელი წარუშლელ კვალს ტოვებს, იგივე გავლენას ახდენს თვითონ მშობლებს შორის ურთიერთობაც. აუცილებელი არ არის რომ ბიჭისთვის დედის ტიპაჟი იყოს და გოგოსთვის მამის, თუმცა უფრო ხშირად ასე ხდება და ტიპაჟებს შორის კი არა, უფრო ურთიერთობის სტილშია მსგავსება. გოგოებზე მეტ გავლენას ახდენს ჩემი აზრით, რადგან მამის როლი გოგოს აღზრდაში, მის მიერ საკუთარი სქესის იდენტიფიცირებაში ( რაც 3-5 წლამდე ასაკში ხდება) ძალიან მნიშვნელოვანია.
--------------------
ეგზორცისტ-ინკვიზიტორი
|