მთავარი სულიერი სიმშვიდეა. სულიერ ორგაზმს განიცდი სიმშვიდისა და ბედნიერებისგან როცა არაფერი გაწუხებს და შენი სული ყველაფრით კმაყოფილია. მაგის მიღწევა კი არაა რთული, შენი თავი უნდა დააპროგრამო და 2-3 დღეში პირდაპირ გადაერთვები სულიერი ორგაზმის პროგრამაზე.
ყველაფერი უნდა დავიკიდოთ თავიდან ბოლომდე, რომ ბედნიერები ვიყოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება ბედნიერებმა. ცხოვრებაზე არ უნდა იყოს ჩვენი ბედნიერება დამოკიდებული, ცხოვრება უბრალოდ მოძრაობა უნდა იყოს, ჩვენ ვიქნებით ბედნიერები მაგრამ მოძრაობით მრავალფეროვნებას შევძენთ ჩვენს ბედნიერებასა და ცხოვრებას, იქნებ სწორედაც ეს სამყარო იმიტომ არსებობს რომ ეგ მრავალფეროვნება შევძინოთ.
ჩვენს თავს გარეთ რაც ხდება, ყველაფერი უნდა დავიკიდოთ. ეგ ყველაფერი ჩვენს გარეთ ხდება, მაგ ყველაფრის ჩვენში შემოტანით ხო, თუ ნეგატიურია ეგ ყველაფერი, ჩვენ რა გვემართება? ნეგატივის ჩვენში შემოტანის გამო, ცუდად ვხდებით, გვინდა აღარ ვარსებობდეთ იმდენად ცუდია ნეგატივი. ხალხი თუ ფიქრობს ისე რომ ჩვენ ეგ არ მოგვწონს, უბრალოდ დავიკიდოთ ეგ ყველაფერი, ანუ ნეგატივი. მაგრამ შენ შეგიძლია ცადო უბრალოდ, თუ სურვილი გაქვს, რომ იმ ხალხში ნეგატივი გააქრო. მაგრამ უნდა დაამუღამო ის რომ თუ შენ მცდელობას ნეგატივით უპასუხებენ არ შემოუშვა შენში და თუ ნეგატივით არ უპასუხეს მაგრამ ისევ იგივე გააგრძელეს, მაგის გამო არ გაგიჩნდეს ნეგატიური გრძნობა. მოკლედ ყველაფერ ნეგატიურს უბრალოდ გაუკეთე იგნორი და დროთა განმავლობაში, მიხვდები რომ მაგ ყველაფერ ნეგატივს აკვირდები, შენ კი არ გეკარება.
ჩემი დედ მამისთვის არასოდეს ვარ საკმარისად კარგი. ისე მიყურებენ როგორც განავალს ძალიან ხშირად. ხანდახან კი გამოანათებენ და მეც მიხარია ვაიმე ადამიანად ჩამთვალეს რა კარგია მეთქი. სანამ მაგათ აზრზე ვიქნები მე დამოკიდებული, ანუ ადამიანების აზრზე ვინც არ ვარ მე, დედ მამა ეს მაგალთად მოვიყვანე, ნებისმიერი ადამიანი და კატეგორია ჩასვა მის ადგილზე შეგიძლია, საკუთარი თავის გარდა ყველა დანარჩენ ადამიანზე ვლაპარაკობ, სანამ მათ აზრებს შენ თავში შემოუშვებ და იფიქრებ, ის თუ ასე თვლის, ე.ი. ასეა და მე უნდა შევიცვალოო, ძალიან ცუდ დღეში ჩაიგდებ შენ თავს იქამდე. ტანჯვაში იქნები. რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკმაყოფილო, თუ შენი ბედნიერება იქნება დამოკიდებული მაგაზე, იქნები ტანჯვაში. რაც არ უნდა ცუდს ფიქრობდეს ვინმე შენზე, უბრალოდ უნდა გაატარო. ვინმე კი კარგს თუ ფიქრობს ხომ, ეგ ყველაფერი შესანიშნავია, კარგ ენერგიას როცა გაძლევენ, მაგრამ მაგაზე დამოკიდებული თუ იქნები, უბედური იქნები, შენს შინაგან ბედნიერებაზე უნდა იყო დამოკიდებული მხოლოდ და სანამ მას არ იპოვი, დაიტანჯები კაცი ამ ცხოვრებაში.
შიგანაგი ბედნიერება კი ასე უნდა ვიპოვოთ. როგორც ჩვენს თავს გარეთ არსებულ სამყაროს, საზოგადოებას, ადამიანებს აქვთ ათასი პირადი აზრები, მასევე ჩვენც გვაქვს ჩვენს თავში არსებული ათასი აზრი. რომელიც შესაძლოა უმეტესობა საზოგადოების მიერ არის ჩვენზე მოხვეული. მაგ ყველაფრისგან უბრალოდ უნდა განთავისუფლდე. ეს ჩვენი სამყარო რაღაც ფილმივითაა რომელშიც ათასი წესია. შენ შეგიძლია დაჰაკო ეს სამყარო იმით, რომ ეს ყველა წესი დაიკიდო. ჰოლო როცა დაჰაკავ, ფილმი კი აღარ, დაწერილ გამზადებული სიუჟეტით, არამედ თამაში ხდება და შენ შენი პერსონაჟის სამართავ პულტს იგდებ ხელთ. სრულიად თავისუფალი ხდები ყველაფრისგან. რომც არაფერი აკეთო ცხოვრებაში, მაინც ბედნიერი იქნები. მაგრამ შეგიძლია აკეთო, მაგრამ რასაც აკეთებ არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს გარდა იმისა რომ უბრალოდ ცეკვაა, მოძრაობა, პროცესი, მრავალფეროვნება. მათში კი არა შენშია ბედნიერება. უბრალოდ მოძრაობაა ცხოვრება და მოძრაობა უნდა დააფასო და გიხაროდეს.
შენ ფიქრობ რომ ვერ იქნები ბედნიერი თუ ასე და ასეთი არ იქნება შენი ცხოვრება? - მოიშორე ეგ სულელური აზრი. ყველა აზრი მოიშორე და იფიქრე რომ არაფერი არ გჭირდება ბედნიერებისთვის. ერთი რაღაც მიიღე და გაგაბედნიერა, მერე მოგბეზრდა, მერე ახალ ბედნიერებას დაუწყე ძებნა. მოკლედ გარეთ დაანებე თავი ძებნას. ყველაფერი გარეგნული დაიკიდე , ანუ განა ისე დაიკიდო რომ არაფერი არ გქონდეს და სიმდიდრის მოხვეჭას არ ეცადო, უბრალოდ მნიშვნელობა არ მიანიჭო არანაირი, შენ თავში უნდა იყო ბედნიერი. შენ ხარ ბედნიერი და არაფერი არ გჭირდება მაგისთვის. ვინმე თუ მოვიდა შენთან და გითხრა, არ ხარ ბედნიერი იმიტომ რომ არ გაქვს ბოლო მოდელის აიფონი, ან ესა და ესა, ან სამუშაო, სანამ გარეგნულზე იქნები ოდნავ ბეწოთი მაინც დამოკიდებული, არ იქნები ბედნიერი შენ თავში.
შენ გაქვს შენში ყველაფერი რაც კი რამ საჭიროა კმაყოფილებისთვის, ბედნიერებისთვის, ყველაფერი გაქვს, არაფერი არ გჭირდება აბსოლუტურად გარდა იმისა რომ გააცნობიერო, ბედნიერებისთვის არაფერი არ გჭირდება.
როცა მიხვდები რომ რაც კი რამ არსებობს ამ პლანეტაზე, არაფერი არ გჭირდება იმისთვის რომ ბედნიერი იყო, როცა უარყოფ ყველაფერს, როცა საკუთარ სხეულსაც კი უარყოფ რომელსაც ყველაფერი უნდა ისე იყოს როგორც მას სურს ამ მიწიერ სამყაროში ბედნიერებისთვის და შენ შენს თავს შენს სულს ჩაკიდებ ხელს და მასთან ერთად ივლი ამ სამყაროში, რომელსაც არც სასმელი უნდა ბედნიერებისთვის და არსებობისთვის, არც საჭმელი ჭირდება არსებობისთვის, არც ნაშები ჭირდება (სქესი არ აქვს სულს, როცა მოვკვდებით ნაშები გვენდომება თუ კაცები? არც ერთი არ გვენდომება, ეს ჩვენს სხეულს უნდა), არც სკუთარი ბიზნესი და მილიარდები ჭირდება სულს, სული რა ჩემს ფეხებს იზავს მატერიალური ფულით? სულს არ ჭირდება არც თვითმფრინავი გადასაადგილებლად, არც მანქანა.
ამ სამყაროში რელიგიური შეხედულებებით თუ ხალხის აზრით თუ რითიც არ უნდა იყო უკმაყოფილო, გაიხსენე რომ ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება, დედამიწაზე
დედამიწის გარდა უამრავი დასახლებული პლანეტაა. დედამიწა რომ მთელი სამყარო არ არის გაიხსენებ, შენი მთელი სამყარო აღარ იქნება დედამიწა და იმდენად დიდ მნიშვნელობას არ მიანიჭებ მასში რაც კი არ უნდა ხდებოდეს იმას. ეს ჩვენი პატარა პლანეტაა და აქ რაც კი არ უნდა ხდებოდეს არ ნიშნავს რომ სამყარო დაიქცა.
ჩვენ რაც კი არ უნდა გადაგვხდეს(ჩვენს სხეულს), არ ნიშნავს რომ ეგ ჩვენ გვჭირს! ჩვენს სხეულს ვიღაცამ უთხრა, "ფუ რა ყ.ლე ხარ იმიტომ არ ეხმარები იმას"
ამ სხეულზე ვისაც რაც უნდა ის იფიქროს. გახსოვდეს რომ ხარ სული, რომელიც უბრალოდ დედამიწაზე მოგზაურობს ადამიანის სხეულით, ადამიანის ტვინით და ადამიანებს რაებიც გადახდებათ ცხოვრებაში იმით.
გაიაზრე რომ არანაირი ადამიანი შენ არ ხარ, არამედ ხარ ღმერთის ნაწილი, მისი შვილი, მისი სული, ღმერთი კი სიყვარული არის, მისი შვილი ხარ ანუ შეც სიყვარული ხარ, უბრალოდ დაგავიწყდა ვინ ხარ და თავი ადამიანი გგონია.
ღმერთმა სულებს, ჩვენ, გვიბოძა ჭურჭელი სახელად ადამიანი. ამ ჭურჭელს მოვუაროთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ის თუ ვინ ვართ და არ გვეგონოს რომ ჩვენ ვართ ჭურჭელი.
იგივეა გვეგონოს რომ ჩვენ ვართ ჩაინიკი. ჩაინიკს სული არ აქვს. ჩვენი ჭურჭელი, რასაც ადამიანს ვუძახით, როცა მოკვდება, დედამიწაზე დარჩება. ყველაფერი ადამიანურიც მასთან ერთად დედამიწაზე დარჩება. ჭამა იმიტომ გვინდება რომ სხეულს შია, სექსი იმიტომ გვინდება რომ სხეულს უნდა. ჭამის და სექსის გარდა კი რაღა რჩება? ფული გვინდა იმისთვის რომ მაგარი სახლები ვიყიდოთ, მანაქანები, ნაშები გვესეოდეს, ნათესავებს ვუყიდოთ რაღაცეები , ბოლო მოდელის ტელევიზორი, 40 მანქანა. სულისთვის ამ ყველაფერს აზრი აღარ აქვს როცა დედამიწიდან მიდის. ეს ყველაფერი დედამიწაზე არი მნიშვნელოვანი.
ხოლო მთელი დედამიწა კი, ამ მიწიერის გარშემო ტრიალებს!
გაიაზრე რომ ამ მიწიერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სულისთვის რომელიც არის მარადიული, მარადიული სულის ბედნიერება არანაირად არ არის იმაზე დამოკიდებული თუ 100 წლიან სიცოცხლეში დედამიწაზე რა ცხოვრება ექნება. სისულელეა მარადიულობასთან შედარებით მთელი ეს დედამიწა და დედამიწური ცხოვრება, ყველა პიროვნება (სულები პიროვნებები არ არიან) სისულელეა რომლებიც გარშემო გვახვევია. სერიოზულად არ უნდა მიიღო არანაირი ნეგატივი. ნეგატივი აქ არსებობს მარტო, დედამიწაზე. მოჩვენებითია ფაქტობრივად რადგან სულიერ სამყაროში არ არსებობს. აქ გვეჩვენება და ათას საშინელ აზრს გვიღძრავს......................................... ამიტომ დავიკიდოთ უბრალოდ.
ვერ გადმოვეცი მაინც სიტყვებით იმის თქმა რისი თქმაც მინდა, არ გამომდის
ორ სიტყვამდე რომ დავიყვანოთ ასე უნდა ქნა: არაფერი არ გჭირდებოდეს ბედნიერებისთვის და მასე იცხოვრო. თითქოს ბედნიერი ხარ და დაცურავ. ცხოვრება ცურვაა. შენ ბედნიერება.
ადამიანი თუ ნეგატიურია, თავი არ შეაკლა, მოერიდე.
შენ თავთან ერთად იყავი ბედნიერი, აკეთე ის რაც შენს სულს გაუხარდება. თუ არაფერი გინდა აკეთო, ეგ გაუხარდება ესეიგი და არაფერი აკეთო.
ითამაშე თამაშით რომელსაც ცხოვრება ქვია, ისე როგორც გინდა
ოღონდ არაფერი ცუდი არ გააკეთო, კარმა რეალურია
მხოლოდ კარგი
ცხოვრებაში რაც არ გაქვს ყველაფერი ფიქრებში რომ წარმოიდგინო და ფიქრებში იცხოვრო არაფერი მაგაშიც ცუდი. მაგ ფიქრებში წარმოდგენილი სამყაროების გამოა რომ ზოგიერთ მწერალს დღემდე ადიდებენ, ხალხმა მთელი სამყარო თუ გაქვს შენ თავში გიჟად შეიძლება ჩაგთვალოს, ხოლო საზოგადოებრივი აზრი თუ შენზე გავლენას ახდენს, არ ვიცი ზუსტად ეგ როგორ უნდა დაიკიდო, ჩემი ცხოვრება ისე წავიდა რომ ყველაფერი მაღელვებდა მაგრამ ყველაფრის დაკიდებამდე მივიედი
თუ გინდა წამოიდგინე რომ თვითმფრინავი ხარ და დააკვირდი იმ ხალხს შენ შიგნით რას აკეთებენ იმ მგზავრებს
თუ გინდა იმოგზაურო მთელს გალაქტიკებში, უბრალოდ წადი გაფრინდი გონებით იქ.
მზეზე გაიარო ფეხშიშველმა შეგიძლია ფიქრებში
იუპიტერზე ან სატურზეც იმოგზაურო
რადგან ფიქრებია, ფიქრებში კი ყველაფერი შესაძლებელია
რამე არის შეუძლებელი ფიქრებში? - არ არის
ღმერთისთვისაც მასეა, როგორც შენთვის ფიქრებში ყველაფერი შესაძლებელია, ღმერთისთვის რეალობაშია შესაძლებელი
ადრე ძალიან ბედნიერი ვიყავი ბავშვობაში, დღეები მეფიქრა შეიძლებოდა და ბედნიერი ვიყავი. მაგრამ მერე საზოგადოებამ მითხრა, ეგრე არ შვებიან ბედნიერებას, სამსახური უნდა ბედნიერებას, კიდევ ცოლი უნდაო, კიდევ შვილებიო. მე კი დავუჯერე და საკუთარი ბედნიერება დავკარგე. რაც გინდა ის უნდა აკეთო ცხოვრებაში.
საკუთარ ფიქრებში უფრო მრავალფეროვანი სამყაროებია ვიდრე
დედამიწა
50 ცოლ შვილი გყავდეს შეგიძლია ფიქრებს. გეუბნებიან რომ რადგან ფიქრებია ცუდია. საბოლოოდ რა არის მნიშვნელოვანი, შენ იყო ბედნიერი თუ ხალხი რასაც გეუბნება ის აკეთო?
შენ უნდა იყო შენი სამყაროს და თავის ბატონ პატრონი , ხალხის აზრი არ იყოს შენი სამყაროს განმგებელი, შენ იყო გემის კაპიტანი
სხვა ადამიანებმა გავლენა ვერ უნდა მოახდინონ შენზე