ამას წინათ ერთი ბიჭი მომეწონა. განათლებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.
ერთმანეთ როცა შევხვდით მწვადი შეუკვეთა და მანდ მივხვდი უკვე რომ ეს არ იყო ის ადამიანი რომელსაც ცხოვრებას დავუკავშირებდი.
წარმოიდგინეთ, ადამიანი რომელიც ხორცს ჭამს - ემხრობა ცხოველების წამებას. ის პირდაპირ თუ არა ირიბად, მხარს უჭერს ძროხების და ღორების სასაკლაოებს, და თუ გაქვთ ვიდეოები ნანახი რა საშინლად ექცევიან ადამიანები ცხოველებს, როდის უნდა დასრულდეს ეს სისასტიკე?
5 წელია უკვე რაც ვეგანი ვარ და გავემიჯნე ამ სისასტიკეს.
გულგატეხილი ვარ. არ მინდა რომ როცა ქმარი სახლში მოვალ ხორცის საჭმელს მთხოვდეს, ძალადობის შედეგს!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ხორცი იწვევს კიბოს და ყველა ხორცის პროდუქტი. ადამიანები უნდა გადავიდეთ მთელი ქვეყანა ჯანსაღ კვებაზე- ხილბოსტნეულზე.
რაც ვეგანი გავხდი ენერგია გამიუმჯობესდა, სხეული დამეკუნთა და ჩემი ცხოვრება სიჯანსაღისკენ მიდის. იმ ბიჭს იმის თავხედობაც კი ეყო რომ ჩემთვისაც შემოეთავაზებინა მწვადი! ცოტა უხეშად მომივიდა ვაღიარებ, ზედმეტი მომივიდა არ უნდა მეჩხუბა და ზრდილობიანად უნდა მეთქვა რომ მე ცხოველებზე ძალადობას არ ვემხრობი.
მაგრამ ჯერ სადხართ. ყველაზე საშინელი მომენტი მერე მოხდა

ვუთხარი რომ ვეგანივართქო და რატომ ჭამ ხორცსთქო ! მიპასუხა რომ ძალადობას არც ის ემხრობა მაგრამ ხორცი მიყვარსო და თუ ვეგანი ხარ რაც გინდა ის ჭამეო და მე რასაც მინდა იმას შევჭამო.

როგორ შეიძლება გიყვარდეს ხორცი? აი არ მესმის
რატომ არ ვაქცევთ ჩვენს კვებას ყურადღებას? რატომ არ ვიკვებებით ჯანსაღად?
და მე ნამდვილად არ მინდა ჩემი ქმარი არავეგანი იყოს, ხორცისმჭამელი, არაჯანსაღად მკვებავი1 და ჩემს სახლში სულ ვეგანურ რეცეპტებს ვაკეთებ.
თუ ჩემთან სერიოზული ურთიერთობის გაგრძელება სურს ასეთი მოთხოვნა უნდა წავუყენო მომავალში (თუ საქმე ქორწილამდე მივა)
ან ჩემსავით ვეგანი გახდება და ჯანსაღ ცხოვრების წესზე გადმოვა, ან კიდე წაავიდეს და თავში ქვაც უტეხია! იდიოტი.
ნერვებ მოშლილი ვარ
თან არ მინდა რომ უხეშად დავშორდე, მინდა შევაყვარო ცხოვრების ჯანსაღი სტილი, ჯანსაღი კვება, მინდა შევძულო ხორცი და ვასწავლო ცხოველების სიყვარული (ძაღლები და კატები კი უყვარს მაგრამ ძროხებს და ღორებს ვერ იტანს არადა ისინიც საყვარელი ცხოველები არიან) .
პაემნიდან გაბრაზებული წამოვედი. და სახლში რომ მივედი ისევ ვეგანური საჭმელი გავაკეთე.
იქნებ რამე მირჩიოთ როგორ გადმოვიყვანო ჯანსაღ კვებაზე და შევაყვარო ვეგანიზმი? ვეგანების კაფეში დავპატიჟებდი გოგო რომ იყოს მარა ბიჭI როგორ უდნა დავპატიჟო არ ვიცი.
Politeness is deception in pretty packaging.