https://civil.ge/ka/archives/141155ოპოზიცია ხელისუფლებას დაბომბვის ინციდენტთან დაკავშირებით აკრიტიკებს
07/08/2007 - 20:33 ახალი ამბები 111 Views
https://civil.ge/ka/archives/141155”სად არის თავდაცვის მინისტრი ასეთ სიტუაციაში?. მერაბიშვილი არაფერ შუაში არ არის. სად არის ჩვენი საზღვრის დაცვის უფროსი?… თუკი ჩვენმა რადარებმა დააფიქსირეს თვითმფრინავების შემოსვლა, აფრინდნენ კი ჩვენი თვითმფრინავები იმისთვის რომ კონტრიერიში მიეტანათ?… თუ ჩვენ ტყუილად ვხარჯავთ ფულს თავდაცვაში”, – განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.
ოპოზიციური პარტიების უმეტესობა 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად რაკეტის ჩამოგდების ინციდენტის გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თბილისს სრული უფლება ჰქონდა ჩამოეგდო საფრენი აპარატი.
”საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ჩამოაგდოს ეს საფრენი აპარატი და უნდა ვნახოთ, თუ ვის ეკუთვნის ის ”,- განაცხადა ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა 7 აგვისტოს.
თბილისი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორია რუსულმა Su-24 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა დაბომბა, თუმცა მოსკოვი უარყოფს ამას.
”ჩნდება კითხვა რისთვის სჭირდება საქართველოს მილიარდიანი თავდაცვის სისტემა? თუ კი ვისაც უნდა, როგორც უნდა და როდესაც უნდა შემოფრინდება, დაბომბავს საქართველოს და გაფრინდება უკან”, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ.
სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გასაკვირია როდესაც ინციდენტის ადგილას მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩადის და კომენტარს აკეთებს, მაშინ როდესაც ამის პრეროგატივა თავდაცვის მინისტრს და სასაზღვრო პოლიციას გააჩნია.
რესპუბლიკელთა ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი საგანგებოდ დაინტერესდება, თუ ”რატომ არ დგას თავის ადგილზე და რატომ არ ასრულებს თავის ფუნქციებს ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტრო და მეორეს მხრივ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მსგავსად, ევალება დაიცვას ამ ქვეყნის საზღვრები, ხოლო აგრესიის შემთხვევაში პასუხი გასცეს აგრესიას”.
მოკლედ, ოპოზიცია სანამ ომი დაიწყებოდ აიყო ფრიად აგრესიული რიტორიკით და საააკშვილს ბრალს დებდა უმოქმედობაში და ქვეყნის არ-დაცვაში.
როცა გააკეთა ისე როგორც საჭირო იყო 2008-ში,
ობოზიციის ლიდერობამ შემოატრიალა პლასტინკა და სააკაშვილს გინება დაუწყო იმის გამო, რასაც ერთი წლით ადრე თვითონ ითხოვდნენ.
მოკლედ, მაინც დიქტატორის და ტირანის სახელი შერჩა სააკაშვილს და ბარეღამც ეს KGB სბროდი რომ შეეყარა სტადიონზე და მიეხვრიტა - მე მგონი ქვეყანა წინ წაიწევდა გაცილებით.