ახლა რაზე მინდა მივაპყრო თქვენი გული და ყური, ამ ქვეყანაში შენი უფლებები რომ დაიცვა ითვლება ხშირად ჩაშვებად და ცუდ ტონად, ამისთვის ბევრი იძულებულია მოითმინოს ისეთი რამეები რაც არ მოსწონს მაგრამ იძულებულია მოითმინოს რადგან ეს დაბეზღებად და ცუდ ტონად მიაჩნია (!)
მაგალითები
ქუჩაში რომ ნაგავს აგდებენ მივალ და მივუთითებ, რასაც მეტყვიან იცით
სხვა; ვზივარ ავტობუსში და მძღოლი მობილურით ლაპარაკობს კაი ნახევარი საათი (!) მანქანები ხომ წარმოგიდგენიათ ყოველ მეორეს ხელში მობილი უჭიტავს მიტომ ამდენი ავარიები. ავარიებში წყდება ერი. ალბათ ამ უპატრონო ქეყანააში ამაზე ჯარიმა არც არის ანდა ისეთი უმნიშვნელო რომ თავად ავტობუსის მძღოლებიც კი ერთ ადგილას იკიდებენ. ევროპაში კი 2 ათასი ევროა!
ახლა რაზე ვამბობ, იმ მძღოლს შენიშვნა არავინ მისცა, რა თქმა უნდა, ყველა კი ხედავდა! მე ვაცადე ერთი რამდენ ხანს ილაპარაკებდა საჭით ხელში მაინტერესებდა და ხმა რომ არავინ ამოიღო ამდენი ხანი, მივმართე ჩემს წინ მდგარ კონტროლიორს(ესენი რომ მთელი დღე დგანან ეს საცოდავები და ეს ადამიანი უფლებების შელახვაა ეს ცალკე თემააა და დავუბრუნდები!) ხოდა ამ ქალმა თავი გაიგიჟა, რა იყო შენს გარდა არავინააო ავტობუსში, ან მარტო შენ გიყვარს თავიო?! ამდენი ხალხი რომ ხმას არ იღებს შენ რა გინდაო, ამას აყვა თითქმის მთელი ავტობუსი და აქეთ გამლანძრეს როგორ თუ პრეტენზიას აცხადებ მაშინ მანქანით იარეო, ლამის ჩამომსვეს ავტობუსიდან. ამისთანა რეგვნებს რომ რამე აუხსნა(შევეცადე კი) აზრიც არ აქვს თავად რომ ვერ ესმის რა საფრთხეში იგდებენ თავს, ასეთი ხალხი კია ღირსი იმისა რაც ჭირს?! არა?! ამათ დავემუქრე უნდა გიჩივლოთ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეში რო აგდებ თქო, მოკვდნენ სიცილით , სულ ინტრიგანი მეძახეს

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
მაგარი ქართველობა და მენტალიტეტია ხომ იცი! თქვენ ეთანხმებით ამათ? უნდა მოითმინო და მერე ავარიია რომ მოხდება თუ მოკვდი ხომ კაი და მთელი ცხოვრება რომ ინვალიდი დარჩები აი ეგ როგორია

ახლა მეორე მაგალითი, ჩემი მეზობელი ჩართავს მუსიკას და მუსიკის ხმა მაინც ისმოდეს ბასის ხმა ისმის შიგ თავში მირტყავს ხოდა ჩავაკიტხე და წესიერად ავუხსენი რომ ხალხი არ უნდა შეაწუხოს საკუთარი სიამოვნებიტვის. რა გინდა, დღეა და ჩემი უ ფ ლ ე ბ ა ა ო რასაც მინდა იმას ვაკეტებო, მომახსენა...ვუთხარი შენი უფლებები იქ მთავრდება სადაც სხვისი/ჩემი იწყება თქო. არ ესმის და რა ვუყო იარაღს ხომ არ ავირებ და დავჭრი? ლოლ, მოკლედ იმდენი გავაკეთე რომ გავაგებინე სხვა არ უნდა შეაწუხოს თავის სიამოვნებისთვის! თუ არადდა პატრულს გამოვუზახებდი! ხოდა წაკეტა.
ანუ , ბრძოლას მუდამ აქვს აზრი! თქვენს გასაგონად ვამბობ

ახლა სხვა.მაგ, ვიყიდე ქათამი, გამყიდველი მეუბნება 2 კილოა ო ზუსტდა 1900გრ. არადა ხელში რომ დაიჭერ ზო ხვდები რა წონაა, სახლში გრამიან სასწორი მაქვს და 700 გრ აკლდა(!) წარმოგიდგენიათ ლამის კილო! სულ 2 კილოში. უკან ხომ არ წავიდოდი და დავუკავშირდი ამ კომპანიას და მოვახსენე ეს!
აბა, თითი აიწიეთ რამდენი იზამდით ამას? ბევრი არა ხო და რატომ? მაგარი ვა შ კაცური ქართული მენტალიტეტი გაქვთ, არა?
ხოდა აი იმ გაიძვერა გამყიდველს მიაბრძანებენ სადაც საჭიროა ანუ მოხსნიან და ძაანაც კარგი! ეგეთი თაღღლითი სახლში უნდა იჯდეს, შე დალოცვილო მოიტყუე 100-200 გრ, 700გრამს როგორ იტყუები ხომ ხარ ღირსი რომ გდოს სახლში . არც შემეცოდება! იმდენი უმუშევარია დაისვენოს ცოტა და იფიქროს ეგებ მისთვის კარგი დასკვნნები გამოიტანოს.
ასევე მომატყუა მაღაზიის გამყიდველმა 3 ლარში 1 ლარი მომატყუა! ახლა მაგას რა უპასუხოდ დავტოვებ? 3 ლარში რომ 1 ლარს გატყუებს ეგ რისი ღირსია, ასეთი რამეები დარწმუნებული ვარ თქვენ ყველას გამოგიცდიათ და იმაშიც დარწმუნებული ვარ ბევრი ხმას არ იღებთ, და რატომ მიტომ რომ ქართლი აზროვნება კრძალავს სხვანიარდ იფიქროს, არადა თქვენც ხომ იგივენაიირად ფიქრობთ როგორც მე მაგრამ თქვენ ვერ ბედავთ ხმა ამოიღოთ რომ ''ჩამშვები და მაბეზღარა და ინტრიგანი'' არ გიწოდონ!

ეგრე ხოა
ახლა კიდევ სხვა მაგ. ერთი ძაღლი ყოველ ღამე მთელი კვირა გაუთავებლად ყმუოდა და გარემოს აყრუებდა, კაციშვილი ხმას არ ირებდა არადა ხომ ყველას ესმოდა უამრავი კორპუსია, ხოდა ბოლოს ისე შევღონდი უფრო კი ეს ძაღლი შემეცოდა ვიფიქრე რამე ტკივა და უნდა მოვზებნო სად არის და რამე ვუწამლო ტქო, ხოდა მივაგენი, უამრავს დაველაპარაკე და ყველამ ერთხმად განაცხადა კი ძალიან ვწუხდებით მარა რა ვქნათო, ხომ არ ვუჩივლებთო(!) ავუხსენი რაც უნდა ექნათ არა ეს ხომ მათ ჩემზე უკეთ იცოდნენ...მოკლედ, ვეზებე მისი პატრონი რომელსაც ეს საცოდავი ძაღლი წვრილ ჯაჭვით დაება

საწყალი ალბათ რა ტანჯვაში იყო, პატრონს ვერ მივაგენი, არ ვიცი არ მიტხრეს თუ რა...მეზობლებმა თქვეს პატრონს არ უნდა და ამბობს წაიყვანეთო, საჭმელს აძლევსო...მოკლედ, ბევრი რომ არ გავარძელო სად არ დავრეკე და ვის არ ვედავე წაიყვანეთ ტქო და ასე მეუბნებოდნენ კერძო ტერიტორიაა და ჩვენ არ გაქვს უფლება შევიჭრათ და წავიყვანოთო...ბოლო ბოლოო მაინც ჩემი გავიტანე და წაიყვანეს საწყალი რა დრეში იყო...ხოდა აი ეს არის თქვენი ქართული მენტალიტეტი მეზობელი არ ჩაუშვათ და სამაგიეროდ ზაღლი წყალს წაუღია, ეგებ რა ტკივიილებში ყოო ისეთ ხმებს გამოსცემდა...მოკლედ, მორალი კი ისაა რომ თუ არ იბროძლე ისე არაფერი მოგივა! დაიმახსოივერთ ეს და ამოიიღეთ ხმა საკუტარი უფლებების დასაცავად.
ასეთ მაგალიტები ხომ უამრავია, მაგ, გარეთ რომ შუაღამეს მუსიკას აღრიალებდნენ და მე პატრულში ვრეკავდი და ის მეორე დრეს ამომადგებოდა და გაკვირვებული 'დამკითხავდა'' .
ხოდა რამდენი ფიქრობთ რომ მე ინტრიგანი ვარ, არ მოგერიდოთდა თქვით. ადამიანი, რომლიც თავის უფლებებს იცავს ქართული მენტალიტეტით ის ჩამშვები და ინტრიგანია

ევროპაში სხვანაიარდ ფიქრობენ თუმცა მე მუდამ ესეთი ვიყავი, სატქმელს მუდამ ვამბობდი. და თქვენც იგივეს მოგიწოდებთ, იბრძოლეთ საკუთარი უფლებებისთვის და თუ ეგრე დადუმდებით როგორ ახლა იმიტომ იქნებით, სადაც ახლა ხართ - ქაქში და დიდხანს იჯდებით, სანამ აზროვნებას არ შეიცვლით
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)