თბილისში ვიზების ცენტრი 17 აგვისტოს იხსნება, რაც დააჩქარებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესს, ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "იზვესტია" თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გაზეთი წერს, რომ ცენტრი მოქალაქეებისგან ვიზის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტებს მიიღებს, შეაგროვებს და სექციაში ჩააბარებს, სადაც უკვე მიიღებენ ვიზის გაცემის გადაწყვეტილებას. ამგვარი ცენტრები სხვა ქვეყნებში უკვე მოქმედებს, ის იქნება სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ მისიებთან არსებული ცენტრების ანალოგიური. ცენტრის გახსნით, საქართველოს მოქალაქეები შუამავლების გარეშე მიიღებენ ვიზებს და ეს დააჩქარებს და გააადვილებს პროცედურას, გაზეთი იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით რიგებიც აღარ იქნება. "იზვესტია" წერს, რომ ცენტრის გახსნის გადაწყვეტილებით ნათელი ხდება, რომ რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ აპირებს.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=110855კუკური მეკითხებოდა როგორ ავიღოოვო
სატურნს ვკითხე და ეგერ ლინკი მომცა
ისიამოვნეთ