„პირადად მე სალომე ზურაბიშვილს დავუჭერდი მხარს“ - ეკა ბესელია საპრეზიდენტო არჩევნებსა და მმართველი გუნდის პოზიციაზე
2018-08-17 16:25:00
საპრეზიდენტო არცევნები 2018 – „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია მმართველი გუნდის რომელიმე კანდიდატის მიმართ მხარდაჭერასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ბესელიამ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მართლაც დამოუკიდებელი კანდიდატია და იგი პირადად სწორედ ზურაბიშვილს დაუჭერდა მხარს:
„მე პირადა მგონია,რომ ჩვენ არჩევანს როდესაც გავაკეთებთ, ალბათ ბევრი სხვადასხვა ფაქტორით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია დამოუკიდებლობა, სალომე ზურაბიშვილს ვინც იცნობს კარგდა და ერთ-ერთი მე ვარ ვინც მას კარგად იცნობს, ამიტომ აბსოლუტური დარწმუნებით ვამბობ, ის დიახაც არის დამოუკიდებელი კანდიდატი. მისი ხასიათი და მისი თვისებები სწორედაც რომ დამოუკიდებლობის ხაზგასმაა, და ნაკლებად თუ დაიჯერებს ვინმე, რომ ის შეიძლება ვინმეს ზეგავლენის ქვეშ მოექცეს. ასე რომ ის ვერსია თუ ის მითი, რომ „ქართული ოცნება“ არ იმჩნევს, მაგრამ საზლომე ზურაბიშვილი იგივეა, რაც „ქართული ოცნება“, ეს აბსოლუტური ილუზიაა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რაც მომავლის საქმეა, ის არის ნამდვილად დამოუკიდებელი კანდიდატი, ასეთი იქნება, ასეთად ვიცნობთ მას პოლიტიკურ პროცესებში.
მე პირადად ჯერჯერობით ვისაც ვხედავ ამ პროცესში, მგონია, რომ მას ყველაზე მეტი შანსი აქვს და პირადად მე მას დავუჭერდი მხარ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ
http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=181662