როგორც მოგეხსენებათ, მატჩის ტრანსლაციის უფლებებს მხოლოდ მასპინძელი კლუბი ფლობს, "კუკესის" გადაწყვეტილებით კი მატჩის სიგნალი გასხვისდა კერძო კომპანიაზე.
ეს კომპანია მატჩის ტრანსლირებას თავდაპირველად ყიდიდა 20 000 ევროდ, თუმცა "ტორპედოს" ჩარევის შემდგომ იგი წამოვიდა მოლაპარაკებაზე და სიგნალის 6 000 ევროდ გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვეცადეთ გაგვეხარებინა გულშემატკივარი და მატჩის ტრანსლაცია პირდაპირი ეთერით შემდგარიყო, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერცერთ ქართულ კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა... ყველამ უარი განაცხადა ქვეყნის ჩემპიონი და ევროტურნირებზე ერთადერთი (!) ქართული კლუბის ტრანსლაციის ყიდვაზე.