ბანკირების სისტემა ტვინს გირეცხავთ, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში არ უნდა ჩაერიოს და ყველაფერს "ბაზარი დაარეგულირებს".
რეალურად შევხედოთ ისტორიულ ფაქტებს და ვნახოთ როგორ განვითარდა აშშ.
ჯერ კიდევ 1791 წელს ჰამილტონმა კონგრესში წარმოადგინა დოკუმენტი სახელწოდებით "ანგარიში მრეწველობის შესახებ".
ეს დოკუმენტი ითვალისწიებდა ინდუსტრიულ პოლიტიკას, სახელდობრ, იმპორტის შეზღუდვას, სუბსიდიებს, სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას და ა.შ.
1830-1945 წლებში აშშ იყო ყველაზე პროტექციონისტული ეკონომიკის მქონე ქვეყანა მთელს მსოფლიოში.
ამერიკის მთავრობა საუკუნეებია დებს დიდ ფულს სამეცნიერო კვლევებში და აქვს უამრავი კვლევითი ლაბორატორია თუ სააგენტო.
მაგალითად, 2006 წელს 100 საუკეთესო ინოვაციიდან 50 უშუალოდ ამერიკის სახელმწიფო კვევით ლაბორატორიებში შეიქმნა,
13-მა სახელმწიფოსგან მიიღო სტარტ-აფ დაფინანსებმა, 14-მა კი სუბსიდია.
მოვიყვანოთ აიფონის მაგალითი. 12 ფუნდამენტური ტექნოლოგია, რაც აიფონშია გამოყენებული, შექმნილია სახელმწიფოს მიერ.
მათ შორისაა თაჩსქრინი, სირი, ინტერნეტი, ჯიპიესი...
სტივ ჯობსმა მოახდინა იმ ფუნდამენტური ტექნოლოგიების ინტეგრირება და კომერციალიზაცია, რაც სახელმწიფომ შექმნა.
მხოლოდ 2016 წელს ამერიკულმა სამთავრობო სააგენტოებმა 145 მილიარდი დოლარი დახარჯეს სამეცნიერო კვლევებში.
ჰოდა ამ ყველაფრის მერე კიდევ გჯერათ, რომ "ყველაფერს ბიზნესი მიხედავს" და "ბაზარი დაარეგულირებს"?!
This post has been edited by androabuladze on 18 Aug 2018, 20:57