სოფელ კაკაბეთში ადგილობრივი გლეხების აქცია იწყება. კახეთში ათეულობით ფერმერი დახმარებას და სახელმწიფოს ყურადღებას ითხოვს. გლეხები, რომლებმაც საზამთრო მოიყვანეს, ხილის რეალიზაციას ვეღარ ახდენენ.
ისინი ამბობენ, რომ ასეულობით ტონა საზამთროს გადაყრა მოუწევთ. მათი თქმით, რეალიზაციას საბაჟოზე შექმნილი ბარიერებიც აფერხებს.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ თითქმის ყველა მათგანს მიწები კრედიტებით აქვს დამუშავებული.
„ბანკის ვალი გვაქვს, როგორ უნდა გადავიხადოთ, 7 კაპიკად ვყიდით, 8 კაპიკად, 10 კაპიკად, არ იყიდება და რა ვუყოთ, ბაღები გასაჭრელი არის, შიგ გვიფუჭდება. დახმარებას თხოულობს ხალხი,“ - აცხადებს ერთ-ერთი ფერმერი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ნიტრატების შემცველობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
ფერმერები ამბობენ, რომ თუ დახმარებას სახელმწიფო ვერ აღმოუჩენს, ისინი აპირებენ კახეთის მთავარ გზატკეცილს გადაკეტავენ. მათი თქმით, საზამთროებით სავსე სატვირთო ავტომობილებს გაიტანენ მთავარ გზაზე და ადგილზე დაცლიან.
http://rustavi2.ge/ka/news/111516ჯერ ერთი ამდენი საზამთრო რომ მოგყავთ ვინ იყიდის ამდენს ? კი გემრიელი ხილია მაგრამ უნდა კარგად გათვალო და ისე მოიყვანო საზამთრო. დღეში ადამიანი 30 საზამთროს ვერ იყიდის ვერც
შეჭამს. მე სახლში 1 საზამთრო 3 - 4 დღე მყოფნის. ესენი კიდევ უპრაგრონოდ თესავენ ამ საზამთროს და მერე ვეღარ ყიდიან და მთავრობას აბრალებენ.
ამათ საზამთროთი უნდათ მილიონერები გახდნენ.
This post has been edited by PNG on 19 Aug 2018, 15:20