არადა როგორი გაპრავებები იდებოდა, ადამიანი დაღლილი რო მოვა სამსახურიდან პარასკევს საღამოს და ერთ ორ ნაპას თუ ამოარტყავს პლანს, რა დაშავდება მაგით, ამიტომ უნდა იყოს ლეგალურიო.
ამ დროს ეს არის სრული დემაგოგია.
ჯერ ერთი ვინც მუშაობს, მათი 95% არანაირ ნარკოტიკს არ იღებს, ცხოვრების სულ სხვა სტილით ცხოვრობს.
ზუსტად უმუშევრების და ბეზდელნიკების თემაა ნარკომანია, 24 საათი ტოტალიზატორებში და სლოტ კლუბებში რო ყრიან, იმის იმედით რომ ერთ დღესაც მილიოერები გახდებიან
აი ამ ლეგალიზაციით ეგეთ ხალხს ბოლომდე ჩაალპობენ და პლიუს ამას დაემატება უკვე იმ საზოგადოების ცდუნებაც, ვინც პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს და არასოდეს კრიმინალთან დაკავშირებულ საქმიანობს არ გაკარებია.
ზუსტად ეგეთი ხალხისთვის ნარკოტიკი ითვლებოდა კრიმინალურ ქმედებად და ძალიან ბევრისთვის ეს იყო შემაკავებელი ფაქტორი, ამიტომაც უამრავ ადამიანს გასინჯულიც კი არ ჰქონია ცხოვრებაში.
აი ამ საქართველოს მტრებმა, ეს ფაქტორი ჩახსნეს და ამით ნებისმიერი ადამიანი დააყენეს ცდუნების წინაშე, რომ მან ერთხელ მაინც გასინჯოს ცხოვრებაში ნარკოტიკი, ვინაიდან აღარც ჯარიმაა და აღარც კრიმინალად აღარ ითვლება.
ამიტომაც ვამბობ, ამის მხარდამჭერი და დამკანონებელი არის საქართველოს პირდაპირი მტერი, ძალიან კარგად აცნობიერებენ რა უბედურებაშიც გახვევს ეს ქმედება საქართველოს, მაგრამ არ იმჩნევე და თავს იშტერებენ, რაღაც სიკეთეებზე გველაპარაკებიან, თითქოს ეგეთი მიამიტები არიან და მართლა მასე ფიქრობენ.
ეგენი ყველანი არიან მტრები და დიდი იმედი მაქვს, უმკაცრესად დაისჯებიან ყველანი, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ სიმყრალის დაკანონებაში და პოპულარიზაციაში
This post has been edited by tb-seli on 2 Aug 2018, 15:47