რუსეთმა ნატო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთის საზღვართან მიახლოებაში და თქვა რომ საპასუხოდ რუსეთმა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები უნდა გაზარდოს
ნატომ რუსეთის საპასუხოდ თქვა რომ ნატოს ქმედებები "თავდაცვითია პროპორციული და თანხვედრაშია ნატოს საერთაშორისო ვალდებულებებთან"
ნატოს სპიკერის თქმით "ნატოს განლაგებული ყავს 4000 სამხედრო პერონალი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში რათა მოსალოდნელი აგრესიის შეფერხება მოხდეს ამ ციფრებს ვერანაირად ვერ შეედრება რუსეთის მიერ განლაგებული სამხედრო ძალები რუსეთს განლაგებული ყავს სამხედრო დივიზიები უკრაინაში საქართველოში და მოლდოვაში ამ ქვეყნების სურვილის საწინააღმდეგოდ"
პუტინის თქმით ნატოს არ სურს რუსეთთან მოლაპარაკების გამართვა სამხედრო საჰაერო ფრენების რეგულაციაზე
ნატომ ესეც უარყო და განაცხადა რომ ეს საკითხი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომებზე განიხილეს
ბრალდებების გაცვლა გამოცვლა ნატოსა და რუსეთს შორის მოხდა იმავე დღეს როცა ბრიტანეთმა განაცხადა რომ ორი ბომბდამშენი ააფრინეს რუმინეთის საჰაერო სივრცეში მას შემდეგ რაც სავარაუდოდ რუსეთის თვითმფრინავი მიუახლოვდა ნატოს საჰაერო სივრცეს შავი ზღვის თავზე
https://www.bbc.com/news/world-europe-45277321