#53335896 · 29 Aug 2018, 13:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ თუ გრძლად, ასე დგას საქმე. პაპაჩემია მთელი თავისი ცხოვრება ცხოვრობს სოფელ ორბეთში და წესით და როგით "აწერია" რაღაც მიწები რომელთაგანაც მხოლოდ 1 აქვს გაფორმებული, 10 ჰა სამეურნეო მიწა. ცხოვრობდა (ახლა აღარ იმიტომ რომ დაეწვა სახლი) სახლში, რომელიც მამამისისგან უნდა რგებულიყო მემკვიდრეობით მაგრამ ეგეც არ აქვს გაფორმებული და ვერც იფორმებს. კიდევ მინიმუმ 1 ნაკვეთია 2000კვ.მ. რომელიც არ აქვს გაფორმებული.
იქ სადაც ცხოვრობდა, და რო დაეწვა, დაახლოებით მიწა 1600 კვ.მ. მდეა. 3 შვილი იყვნენ, რომელთაგანაც 1-მა უარი თქვა მემკვიდრეობით ამ მიწის მიღებაზე, მეორე შვილი წავიდა და 2/3 ნაწილი მიწის გადაიფორმა რაღაცნაირად, ისე რომ პაპაჩემმა არც კი იცოდა. საერთოდ ეს შესაძლებელია? თუ 1 უარს ამბობს მიღებაზე, ისე მესმის, რომ თანაბრად უნდა გაიყოს დარჩენილ 2 შვილზე(?). მზად ვარ სასამართლოსაც კი მივმართო თუ პაპაჩემს ეკუთვნოდა 1/2 და წაართვეს.
არქივში შეიტანეს ძიების მოთხოვნა და ვერაფერი მონახეს, სადაც მითითებული იქნებოდა, თუ რა ეკუთვნის პაპაჩემს სოფელ ორბეთში.
მოკლედ საქმე რაღაც აჯაფსანდალს ემსგავსება ჩემთვის.
მირჩიეთ რა ვქნა. არსებობს ადამიანი, ვისაც ფულს გადაუხდი და წაგიძღვება ამ საქმეებზე?
--------------------
იყიდება ფეისბუქის პატარა ჯგუფები 5000 დან 20 000 მდე წევრით. ყველა ჯგუფს ეცვლება სახელი, აუდიტორია ქართველები. დეტალები პმ ში
|