და ისე თემის დახურვის მოთხოვნა რავი აი ფორუმზე რამდენი ხანია ვპოსტავ და რას ვერ ვხვდები,
თემის დახურვის მოთხოვნა რა პონტია?
რაში გაწუხებს თემის არსებობა? თუ იმ განყოფილებას ეხება, იყოს, შენ რას გიშლის? იყოს და პოსტონ,
ამ განყოფილებაშივეა ისეთი თემები რაშიც თითქმის არასდროს არ ვიხედები და ვაფშე შეხედილი არ მაქვს შიგნით და არც მაწუხებს, კი იწევა ზემოთ მაგრამ არ მაწუხებს, მაგალითად ღამისმთეველთა კლუბში ვაფშე აღარ ვიხედები, მაგრამ აგერ აპინულია და სულ პოსტავენ ხოლმე,
კიდევ რაღაცა იყო, ჩემი გადმოსახედიდან უყყყყლლევესი თემა იყო 'წინადადება, რომელმაც ამ წამს დაგარტყა თავში'

და სულ ზემოთ წევდნენ, მაგრამ არასდროს არ მიფიქრია ვაიმე ნეტავ დაიხუროს ეს თემა თქო, იყოს რაა შენ რას გიშლის? თუ არ გინდა შეხედვა, ნუ შეიხედავ
ნუ ერთი იმ მხრივ შეგიძლია მოითხოვო თემის დახურვა ან/და თემის სხვა განყოფილებაში გადატანა, თუ იმ განყოფილების თემას არ ეხება, ან თემაში ფორუმელები ერთმანეთს აყენებენ შეურაცხყოფას და კიდევ არის რაღაც გონივრული მიზეზები
მაგალითად ფეხბურთის განყოფილებაში NBA-ს თემა რომ გაიხსნას ან რამე სხვა, რაც ფეხბურთთან არანაირ კავშირში არ არის, შეიძლება მოითხოვო თემის დახურვა ან გადატანა, მაგრამ აი როცა ისე არსებობს თემა, რატომ გინდა რომ დაიხუროს, ან რატომ გაწუხებს საერთოდ?
ეს კითხვა მხოლოდ პოლიმათს არ ეხება, ყველასგან მაინტერესებს მართლა

10 წელზე მეტია უკვე ფორუმზე ვარ და დღემდე ვერ აღმოვაჩინე ეგ ფენომენი
This post has been edited by Englaaand on 22 Aug 2018, 13:58