ძალიან მრცხვენია, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩა _ მხოლოდ თქვენი დახმარების იმედი დამრჩა.
ვცხოვრობ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერჟოულში. ჩემი მშობლები უნარშეზღუდულები არიან, მეორე ჯგუფის მატარებლები. მყავს მცირეწლოვანი ძმა, რომელსაც მე ვუვლი.
ჩვენი საარსებო წყარო მშობლების პენსია და სოციალური დახმარება იყო. ცოტა ხნის წინ, პენსია წინასწარ გამოვიტანე დედაჩემის წამლის საყიდლად, ხოლო დახმარების ასაღებად რომ გავედი, მითხრეს, რომ, თურმე, შემიჩერეს. ვერ გავიგე, რა ნახეს ჩემ ეზოში ისეთი, რომ ასე ჩათვალეს საჭიროდ და მშიერი დაგვტოვეს. ჩემს სახლს ეზოც კი არ აქვს _ უფულობის გამო ვერ შევღობეთ. სარეცხს რომ გავფენ, ვდარაჯობ, სხვისმა საქონელმა არ დაღეჭოს.
არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო! სკოლაშიც კი ვერ გავუშვებ ჩემ ძმას, რადგან არც ტანსაცმელი აქვს და არც საჭმელი. მშიერი როგორ წავა?!“ _ ეს გზავნილი 17 წლის თამარ ჩხაიძეს ეკუთვნის, რომელიც მან „გურია ნიუსს“ გამოუგზავნა.
ადგილზე მისულებს მართლა გაუსაძლისი პირობები დაგვხვდა _ ერთოთახიანი ფიცრული, რომელსაც პირობითად სახლი ჰქვია, საცაა წაიქცევა. ღია კედლებში ნაჭრებია გაკეთებული ქარისგან დასაცავად. იატაკი ჩავარდნილია.
ე. წ. ოთახში ერთი სამი საწოლი დგას, რომელსაც 4 ადამიანი ინაწილებს.
ერთი მაგიდა, ორიოდე სკამი, ძველი კარადა და მეზობლის ნაჩუქარი ტელევიზორი და ოთხი ქათამი _ სულ ესაა ჩხაიძეების ქონება.
გაგრძელება
http://www.gurianews.com/article/mtavari/m...kvdili-emukreba
Man is the measure of all things: of things which are, that they are, and of things which are not, that they are not...