
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ოკუპირებული რეგიონების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ეხმაურება. ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში სოხუმი გამოცხადდება საქართველოს დედაქალაქად, ხოლო ცხინვალი საპარლამენტო ქალაქად.
„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები დაუბრუნდება საოკუპაციო ზოლს რათა დაიცვას ხალხის უსაფრთხოება. ქართული მიწების ოკუპაცია გახდება მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი თემა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე ყველა თანამდებობის პირი დიპლომატი და გენერალი გამოცხადდება საერთაშორისო ძებნაში ინტერპოლის ხაზით. სოხუმი გამოცხადდება საქართველოს დედაქალაქად, ცხინვალი საპარლამენტო ქალაქად“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და ამერიკელ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„მისი პოლიტიკური მოღვაწეობა უკავშირდება აგრესიის, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას და ის იყო საქართველოს ხმალამოღებული თავდადებული დამცველი“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
წყარო:
http://guardian.ge/36803-shalva-nathelashv...to-qalaqad.html This post has been edited by Brock on 26 Aug 2018, 20:34