90-იან წლებში აშშ-ს მაღალი რანგის
დიპლომატს ევრონიუსის კორესპონდეტმა ჰკითხა თუ რატომ მოატყუეს
ამერიკელებმა რუსები.
თქვენ ხომ მათ შეპირდით
რომ ნატოს არ გააფართოვებდით
და სსრკ-ს დაშლას არ დაუშვებდითო.
სსრკ-ს დაშლაზე მან უპასუხა- ჩვენ საქართველოში რომ ჩავდიოდით იქ ისეთი სახეებით გვხვდებოდნენ რომ ჩვენ ვერც გავბედავდით იმის თქმას რომ ისინი რუსებთან უნდა დარჩენილიყვნენო.
ეს იყო წარმოუდგენელი.
მე არ ვიცი როგორი რეაქცია ჰქონდა დარბაზს
მერკელის თავაზიან უარზე ნატო, ეუსთან მიმართებაში.
მაგრამ ამის თქმა მას არ გასჭირვებია

ითქვა და გაგონილ იქნა გერმანული ცივსისხლიანობით.
იმედია ყველას გესმით რომ ნატო-ევროკავშირის გზა ეს გადარჩენის გზაა,
ღირსების შენარჩუნების გზაა და ვალის
მოხდაა წარსულის და მომავლის წინაშე.
რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ მიზნის მიღწევას?
მე გულს მიკლავს ბედს შეგუებილი ბატკნებივით
სტუდენტობის ნახვა.
მერკელის უარის შემდეგ, პრემიერი უნდა მობრძანდეს
და წარსდგეს თქვენს წინაშე, მან უნდა მოგახსენოთ და ჩაგაბაროთ ანგარიში.
არ დაგავიწყდეთ თავისუფლება და კეღილდღეობა ბრძოლით და შრომით მოდის.
ევროკავშირში წევრობისთვის ეკონომიკის წლიური ზრდა მინიმუმ 10% მაინც უნდა იყოს.
ჩემი აზრით ავტომატურად გასაშვებია მთავრობა
თუ წლიური ზრდა 10% ნაკლები იქნება.
სტუდენტებო თქვენი და ამ ქვეყნის ბედი თქვენს ხელშია.
არ დაიჯეროთ მერკელის სიტყვები.
ნატო-ევროკავშირში გაწევრიანება უმოკლეს დროში შეიძლება.
მთავარია მონდომება, მუშაობა, აქტიურობა, მოთხოვნა, ერთსულოვნება.
This post has been edited by furuckssia on 25 Aug 2018, 05:56