წარმოიდგინე რომ ხარ კრისტიანო რონალდო.
და გინდა გახდე გახდე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი.
აიღე წიგნი ხელში და იქ წერია.
თუ გინდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდე ბევრი უნდა ივარჯიშო

ვაჰჰ, უყურე შენ !!!
თუ გინდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდე ფიზიკურად შენ მეტოქეებზე ძლიერი უნდა იყო, მეტი დრო გაატარე ფიტნესის დარბაზში.
მიდი ვარჯიშზე ერთი საათით ადრე და წამოდი ერთი საათით გვიან.
არ ჩამოყარო ყურები, დამარცხება ბუნებრივია.
ვინც არ თამაშობს არ აგებს.
არ გამოსკდე ხინკლით (თუ რაცაა მადეირაში მაგის მსგავსი კერძი) ჯობია ჭამო ქათმის ფილე, მოხარშული და უმარილო.
არ დალიო კოლა, დალიე წყალი და ა.შ.
ხოდა რომ წაიკითხავ ამას დადგება ნათელი, გაყვები ამ ისტრუქციებს და მართლა მიაღწევ მიზანს.
ესე ხომ არ ხდება.
კრისტიანო რონალდო იმიტომ გახდა ესეთი რომ ხასიათი ქონდა მსგავსი.
შეიძლება რაღაც ძალიან მცირე დეტალმა უშველა, მაგალითად 15 წლის მერე მართლა ქათმის ფილეს ჭამს და შემწვარ მოხრაკულებს ერიდება.
მაგრამ ამას ისედაც ნებისმიერი მწვრთნელი ეტყოდა როგორც კი სამოყვარულოდან პროფესიონალებისკენ გადაინაცვლებდა.
თორემ მანდ წერია რაღაც ბანლური ჭეშმარიტეტები, წარმოუდგენელია ეგ ადამიანმა არ იცოდეს ან ვერ ხვდებოდეს.
მაგრამ თუ არ ზის ადამიანის ხასიათში ვერ გააკეთებს და მორჩა.
ასე რომ დიდი სისულელე და ბულშითია, არ გირჩევ დროის დაკარგვას.
უბრალოდ ვიღაცეები ამით ფულს აკეთებენ.
ინდუსტრიაა ჩვეულებრივი.
ვიღაცა წიგნს დაწერს.
ვიღაც თი-ბი-სი ბანკში ტრენინგებს ატარებს.
მერე ისე მოეწონებათ განათლების მინისტრადაც ნიშნავენ
გადაყლაპე გომბეშო.
უთხარი შენს ხელქვეითს რომ სამსახურიდან უშვებ დილით, რომ საღამომდე არ ინერვიულო.
თუ იცი რომ ამით ულუკმაპუროდ ტოვებ მთელი ცხოვრება მაინც ინერვიულებ მაგაზე. რამდენიმე თვის და წლის მერეც გაგახსენდება და დაიგრუზები.
თუ გკიდია კიდევ სულ გკიდია, კონკრეტულად როდის ეტყვი რა მნიშვნელობა აქვს.
თაიმ მენეჯმენტის კონკრეტული ხერხები უფრო მუშაობს.
აი სელფ დეველოფმენტი სრული უაზრობაა.
აი ეხლა 2000 ეგეთი წესი ვიცი, 1000 საქმე მაქვს, 50-ზე მეტს ტრენინგს დავსწრებივარ და იმის მაგივრას საქმეს მივხედო ამხელა ტექსტს ვაშვანშვალებ აქა