დედამიწის მოსახლეობა იზრდება. მაგრამ ამ თემაში ტრივიალური რაღაცეების წერას, "აუ, რა გვშველება" და, "საჭმელი არ გვეყოფა" და, "ერთმანეთის ჭამას დაიწყებენ" და, ეგეთებზე წერას არ ვაპირებ.
სხვა კუთხით მინდა შევხედოთ და განვიხილოთ ფორუმმა რათა მზად შევხვდეთ
და თან გეომეტრიული პროგრესიით რომ იზრდება ამას აღნიშვნაც არ ჭირდება, მაგალითად, გასული საუკუნის დასაწყისში თუ მილიარდის ცოტა ზევით იყო, ერთ საუკუნეში 7.6 მილიარდი გახდა.
სავარაუდოდ ტყუილია იმაზე ფიქრი რომ ვინმეს რამე არ ეყოფა, ან ვინმეს რამეს აუკრძალავენ (რამეში გამრავლებას ვგულისხმობ და არა იმას რაც თქვენ იფიქრეთ).
ტექნოლოგია ისე მიდის წინ, რომ საჭმლის პრობლემაც გადაწყდება და განსახლებისაც. მრავალსართულიან სახლებში, რომლებიც სავარაუდოდ დაფარავს დედამიწას ხალხის განსათავსებლად.
ახლა მთავარზე, რაც ზემოთ აღვნიშნე და რაზეც არის თემა:
ერთი ადამიანის საშუალო წონა არისო 70 კგ-ო. ანუ თუ წინა საუკუნის დასაწყისში 50 000 000 ტონა ბოდიალობდა დედამიწაზე,. ახლა 500 000 000 ტონა ხორცი მოძრაობს აქეთ იქეთ.
მომავალში რაოდენობა რომ 10-ჯერ 100-ჯერ და 1000-ჯერ გაიზარდოს, რა მოხდება?!
ერთი ამხელა მასა რომ აქეთ-იქეთ იმოძრავებს, წარმოიდგინეთ რამდენი გაუთვალისწინებელი ეფექტის მოხდენა შეუძლია დედამიწაზე.
მაგალითად :
- ყველაზე მთავარი - მოგეხსენებათ, ადამიანი მატერიაა. და ეს მატერია არ იქმნება კოსმოსიდან, არამედ აიღება დედამიწიდან და გადადის სხვა ფორმაში - ადამიანში. ამხელა მასა რომ მოაკლდება დედამიწას, დედამიწის დიამეტრი და წონა დაიკლებს.
- შეცვლის მთვარის მიზიდულობას და შეიძლება საერთოდ მოისროლოს.
- ამხელა მოძრავი წონის გადადგილება შეცვლის ზღვის მიმოქცევას.
- შეცვლის დედამიწის წონის ცენტრს და შესაბამისად იმოქმედებს როგორც ტრაექტორაზე, ასევე და უფრო მეტადღერძის ირგვლივბრუნვაზე.
- ან, ღმერთმა ნუ ქნას დ,ა რაღაცაზე რომ შეშინდნენ და ერთ მხარეს მიაწყდეს ყველა, ვაფშე რა მოხდება წარმოგიდგენიათ?!
გიფიქრიათ ამაზე?!
არ გიფიქრიათ!
ბრტყელი დედქამიწის პრობლემა ამასთან ვერც მოვა!
თუ გიფიქრიათ, მაშინ დანარჩენები თქვენ დაწერეთ რას იზამს ამხელა მასის მოკლება დედამიწისგან და დედამიწის ზედაპირზე ბოდიალი.
საბენიეროდ, არ ჩამოვთვლი და, ფორუმს ამ პრობლემატიკაზე მსჯელობის ადამიანური რესურსი გააჩნია.
This post has been edited by picpic on 26 Aug 2018, 20:30