
დავით ბაქრაძე - ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს, იყოს საქართველოს პრეზიდენტი და არ განიცდის პენსიის საკითხს, პოლიტიკაში ყოფნის ღირსი არ არის
10:21 28-08-2018
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, დავით ბაქრაძე ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში პენსიონერებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონს უჩივიან და პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში ამბობენ, რომ მათი ერთადერთიი შემოსავალი პენსიაა, რომელიც მედიკამენტების და საყოფაცხოვრებო პროდუქტის შესაძენად არ ჰყოფნით. დავით ბაქრაძემ პენსიონერებს საკუთარი პროგრამის ის მიმართულება გააცნო, რომელიც პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
„ქვეყანაში არის 700 ათასი ადამიანი, რომლის არსებობაც დამოკიდებულია პენსიაზე და პენიონერისთვის შეიძლება 50 ლარით გაზრდილი პენსია გადამწყვეტი აღმოჩნდეს, იმ წამლის საყიდლად, რომელმაც შეიძლება გადაარჩინოს მისი სიცოცხლე. ამიტომ პოლიტიკოსი, რომელსაც ამბიცია და პრეტენზია აქვს, რომ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და არ განიცდის პენსიის საკითხს, არ აყენებს პენსიის გაზრდის თემას და არ ცდილობს,რომ გვერდით დაუდგეს პენსიონერებს, მიმაჩნია, რომ არც პოლიტიკაში და არც თანამდებობაზე ყოფნის ღირსი არ არის. ამიტომ ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტი იქნება პენსიის გაზრდა, აუცილებლად მოხდება სოციალური დახმარების სისტემის გამართვა,რადგან ასეულობით ათასი ადამიანისთვის პენსია და სოციალური დახმარება, ეს არის გადარჩენის, წამლის ყიდვის, საჭმლის ყიდვის საშუალება და არ შეიძლება იყო პოლიტიკაში და არ გაღელვებდეს 700 ათასი ადამიანის გაჭირვება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/5...si-ar-aris.html