
მოკლედ, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Active Measures რომელიც ეხება ტრამპის გადაბირებას რუსეთის მიერ.
ამერიკელები თავისას ტირიან, მარა მცირე მიმოხილვა დაუთმეს უკრაინა-საქართველოსაც, შესაბამისად ინტერვიუა მიჰასთან, რომელიც რათქმაუნდა ბიძინას რუსების პროექტად ნათლავს და ა.შ. მის სტილში.
მაგრამ ეგ კი არაა ღადაობა.
ღადაობა სხვა რამეა.
მოკლედ, ფილმი კარგად ხსნის როგორ გამოიყენება Trump Tower ები რუსებისთვის ფულის გასათეთრებლად, სქემა ასეთია:
შენდება Trump Tower
იყიდება ბინები იმ პირობით რომ ფულის წარმომავლობას არ გეკითხებიან
რუსი ან სხვა ფულის მრეცხავი ყიდულობს ბინას და ყიდის სხვაზე (როგორც წესი ასევე რუსზე)
ერთი ასეთი ტრანზაქცია და ხელში უჭირავთ ბინის გაყიდვის მიღებული, სრულიად თეთრი ფული
კარგი ისაა რომ ასეთი ბინები მრავალი მილიონი ღირს და შესაბამისად უცებ დიდ ფულს რეცხავ
ეს სიტუაცია იქამდე მივიდა რომ ტრამპის უძრავი ქონების ზოგ კვარტალს "პატარა მოსკოვი" შეარქვეს
არსებობს ტრამპ თაუერებში ბინები რომელიც მფლობელს 6-7 ჯერ იცვლის და ყველა რუსია
ასეთი თაუერები შეიძლება ყველგან იყოს, მაგალითად ერთ-ერთი სრულიად არაპრესტიჟულ ბაქოს უბანში დგას
სხვა ასეთი თაუერები მიმობნეულია მსოფლიოში
რათქმაუნდა მიჰა სიტყვას არ ძრავს რომ თავად ყავდა ტრამპი მიწვეული ზუსტად ასეთი ტრამპ თაუერის ასაშენებლად, ზარალას მიერ - ბათუმში და ქართველი ნაშობაც დაახვედრა.
მაშინდელი ნაშობიდან მხოლოდ ორი ფოტო გადარჩა, დანარჩენი მიჰას დავალებით გააქრეს ინტერნეტ სივრციდან


სამაგიეროდ თვითონ მიჰა ენდ კომპანისია უხვად


მოგვიანებით ზარალამ დაალაგა ურთიერთობა ახალ ხელისუფლებასთან და სილქთაუერს აშენებს... თანაინვესტირების ფონდთან ერთად
