კვირა, 18 აგვისტო
ზუგდიდი-კემბრიჯი უფრო შორია, თუ ზუგდიდი-გალი?
ივნისი, 2005, ზუგდიდი.
დილის 7 საათია. მამაჩემი, ჩემი ძმა და მე უკვე ზუგდიდის ბაზარში ვართ. ფოთიდან წინა ღამეს თურქული პომიდორი მივზიდეთ კუსტარულ მისაბმელიანი „მოსკვიჩით“. დილით არ უნდა დავაგვიანოთ - კლიენტები იცდიან გალიდან, წალენჯიხიდან, ხობიდან, ასევე ბაზრის მკვიდრი მოსახლეობა.
მე 13 წლის ვარ. ხობის რაიონის სოფ. თორსის საშუალო სკოლის მეექვსეკლასელი. რუსებმა რაც გალის სახლიდან გამომაძევეს, სულ კითხვა მაქვს, თუ რატომ, და სულ ამას ვეკითხები იძულებით გამეწარმეებულ ინჟინერ მამაჩემს. წართმეული სახლის ფსიქოლოგია ჩვენს იდენტობასაც კი დაემუქრა და ამიტომ ვოცნებობთ და ვშრომობთ მთელი ოჯახი სახლის ასაშენებლად. მე ჩემს მუღამში შევედი - ოჯახის დახმარებასთან ერთად, ჯიბის ფულის გასაკეთებლად ხერხს მივაგენი. ფოთიდან მომაქვს დასაშვებად შელახული პომიდორი, რომელსაც, როგორც წესი, ყრიან ბიზნესბიძიები. უკვე 2 კვირაა დამაქვს და ნახევარ ფასში ვყიდი სასადილოებზე. კლიენტურა იზრდება და ყველა ბედნიერია იაფი ,,ტავარით’’.
დანარჩენი აქმოუსმინეთ MP3 ფორმატში This post has been edited by devcom on 28 Aug 2018, 12:51