ძვირფასო საზოგადოება, ძვირფასო ძმებო, ძვირფასო საქართველოვ
აი უკვე თითქმის ერთი დეკადაა რაც უძველეს მასონურ ორდენის წევრი გახლავართ. ამ წლებში და ამ გზაზე, რასაც მასონის განვითარება ჰქვია, უამრავი საინტერესო მოვლენა მოხდა, მრავალი საინტერესო მასონი თუ პროფანი შემხვდა, იყო ქარტეხილებიც, ერთგულებაც და ღალატიც, სულმდაბლობაც და ამპარტავნებაც, სიყვარული, ჰარმონია, განათლებაც და მრავალი ხრიკი ერთობის დარღვევის.
მასონობა საქართველოში ერთიანი, ეროვნული დიადი ლოჟის სახით მხოლოდ შარშან მარტში ჩამოყალიბდა. პირველ ქართველ მასონზე ცნობები მხოლო 18 საუკუნიდან გვაქვს, ამასთანავე ქართული ლოჟები არ არსებობდა გვიანდელი 19 ს.-ის და 20-ე საუკუნის დაწყებამდე. როგორც მოგეხსენებათ, 18-19 საუკუნიდან მოხდა სერიოზული აცდენა რიგი დიადი ლოჟების მიერ, რეგულარულობის დაკარგვა, რაც ცალკე საკითხია, მაგრამ საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი, რომელიც შემდგომში რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთის დამფუძნებელი იყო, აღარ წარმოადგენდა რეგულარულ მასონობას, იმ პერიოდში, როდესაც ლოჯები დაფუძნდა (რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთის მიერ) ქ. ქუთაისში და ქ. თბილისში, ასევე ქართული ლოჟა არსებობდა სანქტ პეტერბურგში. არის ეჭვი, რომ კიდევ ერთი ღირსეული ლოჟა ფუნქციონირებდა ქალაქ ბათუმში, მაგრამ იგი არ მიეკუთვნებოდა რხდლ-ას.
გასაბჭოების შემდგომ, ქართველი ძმები იყვნენ აგრეთვე არა-რეგულარული საფრანგეთის დიადი ლოჟის წევრები პარიზში (ძირითადად), ჯერ ღირსეული ლოჟა “ოქროს საწმისი”-ში, რომელიც მოგვიანებით გაიყო ღლ “იუპიტერი” და ქართველების ლოჟა “პრომეთე”-დ. არსებული მონაცემებით, ეს ლოჟა 60-იან წლებში უკვე დაიხურა.
უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რუსეთის დიადი ლოჟის მიერ იქნა ინიცირებული რამდენიმე საქართველოს მოქალაქე, რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობდნენ ეს მასონი ძმები, საქართველოში ლოჟები არ იყო. ამასთანავე, რუსეთის დიადი ლოჟის პოზიციები შესუსტდა 2008 წლის ომის შემდგომ, ამიტომ მისი ადგილი შეეცადა რომ დაეკავებინა სომხეთის დიად ლოჟას, რომელშიც რამდენიმე საქართველოს მოქალაქე გაწევრიანდა.
რატომ ვწერ ყოველივე ამას? ვინაიდან ვთვლი, რომ მასონობა და განსაკუთრებით საქართველოში , ეს არის პროგრესულად მოაზროვნე პატრიოტ მამაკაცთა ერთობა, რომელიც გაერთიანებულია რამდენიმე იდეის გარშემო, მათ შორის სახელმწიფოს მდგრადი განვითარება, საზოგადოების განათლება და კარგის უკეთესად განვითარება. ვინაიდან ვთვლი, რომ ყველა მასონი, მიუხედავად მათი პოლიტიკური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური მდგომარეობისა უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა ოჯახისა და სახელმწიფოს ერთგული, სათნო და გონიერი. ვთვლი, რომ ამპარტავნება, სულმდაბლობა, ბოღმა და ბოროტება არ უნდა იყოს მასონის თანმდევი გრძნობები, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანია მასონური ორდენის წევრი, ის უნდა დრგუნავდეს ამ გრძობებს და მათ ნაცვლად ავითარებდეს სათნოებას, სიყვარულს და სიკეთეს, სიმშვიდეს და სულიერ სიმტკიცეს.
და მაინც რატომ ვწერ ყოველივე ამას? იმიტომ, რომ ვხედავ თუ რა ხდება საქართველოში ბოლო 10 წელი, გული მწყდება, რომ არის ძალები და ადამიანების ჯგუფები თუ ინდივიდები, რომლებსაც საკუთარი კეთილდღეობისთვის, თუ ჯგუფური ინტერესების მისაღწევად, ამბიციებისა და მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მზად არიან წავიდნენ ყველაფერზე , ოღონდაც მიაღწიონ ამ მიზენს, ამოეფარონ მასონურ ორდენს და ეცადონ მოიშორონ და სახელი შეუბღალონ სხვა ორდენის წევრებს თუ ორდენს მთლიანობაში. ყველაზე გულდასაწყვეტია ის გარემოება, რომ თუ არა ქართული წარმოშობის ძალებისგან ეს კიდევ მოსალოდნელია და “გასაგებია” , მათ ბუნებრივად თავისი ინტერესები ამოძრავებს, გაუგებარია ქართველების გონება, სულისკვეთება და პატრიოტიზმი სად დაიკარგა....?
და მაინც რატომ ვწერ მე, ახლა და მაინც რას ვგულისხმობ?
მე მომიწია ამ ყველა პროცესში ჩახედვა, გავლა და შესაბამისად ინფორმაცია, რომელიც ჩემს ხელთ არის არ უნდა დარჩეს მხოლოდ ჩემს ცნობიერებაში. აქ სრულიად საიდუმლო არც არაფერია, არანაირ ფიცსაც არ ვარღვევ და არავის დასახელებასაც არ ვაპირებ. თუმცა, ახლა ვწერ, ვინაიდან გავიდა თითქმის 10 წელი, მას შემდეგ რაც ვიბრძვი მეც და ჩემი მეგობრები, თანაგუნდელები, ძმები , იმისათვის, რომ საქართველოში ერთიანი, ღირსეული, დამოუკიდებელი, სუვერენული და ძლიერი - მდგრადი მასონური ორდენი ჩამოყალიბებულიყო, დაფუძნებულიყო და განვითარებულიყო! მრავალი ქარტეხილის, ღალატის, შრომისა თუ ერთგულების, მოტივირებულმა ძმებმა შევძელით, გავერთიანდით, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი განსხვავებულნი ვართ ერთმანეთისაგან, შევიკარით ერთ მუჭად და დავაფუძნეთ ძველი, თავისუფალი და აღიარებული მასონების ორდენი - საქართველოს დიადი ლოჟა.
მაგრამ მანამდე, გავაგრძელებ იქიდან , სადაც გავჩერდი ....
სომხეთის დიადი ლოჟა სრულიად დამოუკიდებელი და ადგილობრივი ძმებით დაკომპლექტებული არ იყო იმ პერიოდში, ძირითადად დიასპორის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ დღემდე დიად ლოჟას. დეტალებში ვეღარ და აღარ შევალ, ყოველ შემთხვევაში საუბარი იყო საქართველოს მოქალაქეთა მიღებაზე და მალევე თავისუფლების მიცემის, დიადი ლოჟის დაფუძნების მიზნით, რიტუალები ჯერ ინგლისურად და შემდგომ ქართულად უნდა ყოფილიყო, მოკლედ სომხეთი მხოლოდ გეოგრაფიულად უნდა ყოფილიყო “პლაცდარმი”. სინამდვილეში, სასურველი და რეალობა სხვადასხვა აღმოჩნდა, რიგი მიზეზების გამო... შესაბამისად ქართველების ნაწილმა მივმართეთ რიგ ევროპულ იურისდიქციას, მასონურ დიად ლოჟას მხარდაჭერისათვის, გვსურდა მათი შემოყვანა საქართველოში, განსაკუთრებით ვაქტიურობდით ავსტრიის, გერმანიის, ბალტიის, უნგრეთის და შვეიცარიის დიად ლოჟებთან.
საბოლოოდ, ავსტრიაში ტექნიკური მიზეზების გამო ვერც ქართველების მიღება მოხერხდა და ვერც საქართველოში სამოგზაურო ლოჟის დაფუძნება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხშირად სტუმრობდა ავსტრიის დიადი ოსტატი, დიადი ოფიცრები, შოტლანდიური წესის დიადი კომანდორი და სხვები... ისევე, როგორც სხვა ევროპული დიადი ლოჟების წარმომადგენლები. გადაგვამისამართეს უკრაინის დიად ლოჟაში, რომელიც ავსტრიის დიადი ლოჟის თანადაფუძნებული იყო (რუსეთთან და საფრანგეთთან ერთად). სომხეთის რეაქცია საკმაოდ მწვავე იყო.
დღეს სომხეთს საქართველოში ორი ლოჟა გააჩნია, რომელთა მუშაობა უკანონოა ვინაიდან საქართველოში უკვე არის კანონიერად დაფუძნებული საქართველოს დიადი ლოჟა. ამ სომხური ლოჟების წევრები დაახლოებით 20 - 25 საქართველოს მოქალაქეა... გული გვწდება, რომ ეს საქართველოს მოქალაქეები კვლავ, ამდენი წლის მერე ემსახურებიან მაინც უცხო ქვეყნის ინტერესებს, რაოდენ გულწრფელიც არ უნდა იყოს ეს ინტერესები... ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა მათი უმრავლესობისთვის, მზად ვართ მივიღოთ, გავატაროთ ყველა აუცილებელი რეგულარიზაციის პროცედურა. მაგრამ, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის მხოლოდ ჩვენი მონდომება და ინიციატივა , ვიმედოვნებთ მათ კეთილგონივრულობაზე.
თურქეთშიც ძალიან კარგად მიგვიღეს , ევროპელების რეკომედაციით, დიადი ოსტატი და დიადი ოფიცრები იყვენენ საქართველოშიც და საბოლოოდ ქართულ-თურქული ინიციატივით დაფუძნდა ქ. სტამბოლის აღმოსავლეთში სამოგზაურო ლოჟა, რომელიც მუშაობას ატარებს ქ. ბათუმში. ამასთანავე, დარწმუნებული ვართ, რომ უახლოს მომავალში თურქეთის დიადი ლოჟა გადმოგვცემს აღნიშნულ ლოჟას. მოლაპარაკებები ამ საკითხზე აქტიურად მიდის.
იმისთვის, რომ გაიგოთ რას ვგულისხმობ, რა იწვევს ჩემს გულისტკივილს, საჭიროა ჩაწვდეთ თუ რას წარმოადგენს მასონობა, რა განსაკუთრებული სისტემაა, რომელიც საქართველოშიც შემოვიდა. ეს არის უძველი ორდენი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა აღმსარებლობის, ეთნიკური თუ პოლიტიკური შეხედულების განათლებულ ადამიანებს. ჩვენი მთავარი მისიაა გარდავქმნათ კარგი ადამიანი უკეთესად, პიროვნების ინდივიდუალური და ზოგადად საზოგადოებრივი პროგრესი.
მასონობა არის გარკვეული ცხოვრების წესი, მაღალი ეთიკური და მორალური სტანდარტების მქონე ადამიანებისთვის. ჩვენი საქმე არ არის არც რელიგია და არც პოლიტიკა. თითოეული ჩვენთაგანს გააჩნია საკუთარი რწმენა, აღმსარებლობა, პოლიტიკური თუ სოციალურ - ეკონომიკური შეხედულებები, ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ხედვა, მაგრამ ამ საკითხებზე არ ვსაუბრობთ ლოჟაში და არც ლოჟის სახელით არ ვახორციელებთ რაიმე საქმიანობას ზემოთ ხსენებულ მიმართლებებით.
მასონობა არ არის რელიგია. ყველაზე ხშირად ეს თეორია ისმის მასონობასთან კავშირში. ერთადერთს, რასაც ვითვალისწინებთ, არის შემქნელის, ღმერთის და სულის უკვდავების რწმენას. კანდიდატი, რომელიც ჩვენთან მოდის ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, ისევე როგორც უნდა იყოს 21 წლის მაინც, მამაკაცი, არ უნდა იყოს ნასამართლები სისხლის სამართლის დანაშაულზე, ზოგადად კეთილსობილი და პატიოსანი ადამიანის სახელი უნდა გააჩნდეს.
სამწუხაროდ ხშირად ერევად, ხანდახან გამიზნულადაც კი, რეგულარული ანუ ჭეშმარიტი მასონობა და ბოლო საუკუნეებში მომრავლებული ფსევდო მასონური ორგანიზაციები, რომლებსაც მასონობასთან კავშირი არ აქვთ, გარდა მათ სახელწოდებაში გამოყენებული ტერმინებისა. სწორედ ეს ორგანიზაციები უტეხავენ მეტწილად ჭეშმარიტ მასონობას სახელს და ჰბადებენ ამდენ მოარულ ჭორს და შეთქმულების თეორიას. ჩვენ რეგულარული მასონები, ვართ სახელმწიფოსა და მისი კანონიერად არჩეული ხელისუფლების ერთგულნი. დაუშვებელია მასონმა მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შეთქმულებაში, ღალატსა თუ ამბოხში, ეს ჩვენს ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.
საგანგაშოდ საქართველოშიც მომძლავრდა ბევრი თვითმარქვია, ვინც ცდილობს მასონობას გაუტეხოს სახელი. საქართველოში არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი მასონობა და ეს არის ძველი, თავისუფალი და აღიარებული ქვისმთლელთა (მასონთა) ორდენი - საქართველოს დიადი ლოჟა, რომელიც მრავალი წლის შრომის შემდგომ, კანონიერად და მასონური ყველა წეს-ჩვეულების დაცვით დაფუძნა 2015 წლის 14 მარტს. მასში დღეს შედის 6 ღირსეული ლოჟა და 50-ზე მეტი მასონი ძმა.
მასონობა არის მორალურ პრინციპებზე დაფუძნებული საძმო, რომლის საქმიანობაც დამყარებულია ალეგორიულ და სიმბოლიკით აღსავზე რიტუალებზე. მასონების პრინციპია - ჩვენ ვქმნით კარგი ადამიანიდან უკეთესს! დღეს არსებული მასონური საზოგადოების წინამორბედნი და სულის ჩამდგმელნი იყვნენ : შუა საუკუნეების პროფესიონალი ქვისმთლელები, სხვადასხვა ქრისტიანული ორდენი, მათ შორის სოლომონის ტაძრის რაინდები (ტამპლიერები), რენესანსის ხანიდან მოყოლებული ხელოვანი, ინტელექტუალი და მოაზროვნე ადამიანები.
მასონობა არ არის საიდუმლო ორგანიზაცია, ეს არის ორდენი რომელსაც გააჩნია საკუთარი საიდუმლოებანი, გარკვეული საკითხები, რომელთა ცოდნაც მხოლოდ ამ საზოგადოების წევრისთვის არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად ჩვენში არსებული შეხედულებებისა, დღევანდელ რეალობაში მასონები არ იმალებიან, მათი შეხვედრის ადგილები სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ქალაქის ცენტრშია განთავსებული, ყოველგვარი ე.წ. კონსპირაციის გარეშე. მასონები ეწევიან საქველმოქმედო საქმიანობას, ბევრ ლოჟას გააჩნია მრავალი სოციალური პროექტი, ინტერნეტის ქსელში საკუთარი ვებ გვერდი, რაც საზოგადოების ინფორმირებულობისთვის არის გამიზნული.
ორდენი იყო და დღესაც არის საზოგადოებრივი პროგრესისკენ მიმართული იდეების გენერატორი, ჩვენი კარი ღიაა ინტელექტურლი და პატრიოტი ადამიანებისთვის. ჩვენი მიზანია საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეების და პროექტების ინიცირება, ამისთვის კი ერთმანეთს ვაკავშირებთ აქტიურ და მოაზროვნე ადამიანებს! მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტენდენცია და საფუძველი აქვს ორდენს მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნის აქტიური ინტელექტუალი ურთიერთობს მსოფლიო პროგრესის საერთო მიმდინარეობაში.
მასონები ხელმძღვანელობენ პრინციპით “გაუკეთე სხვას ის, რაც გინდა, რომ სხვამ გაგიკეთოს შენ“, სიკეთე, ქველმოქმედება, სიმტკიცე და გამბედაობა მასონის დამახასიათებელი თვისებებია. პირველ რიგში კი, მასონი ჯენტლმენია, ადამიანი რომელიც ყოველდღე მიისწრაფის თვითგანვითარებისკენ, ოჯახის კეთილდღეობისკენ და სამშობლოს სიყვარულით - ქვეყნის გაძლიერებისაკენ. საკუთარი თავის გაუმჯობესებით, იგი მსოფლიოს გაუმჯობესებისაკენაც მიილტვის.
და ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ სიტყვები.... ყველა, ვინც საქართველოსი მიეკუთვნება მასონურ ორდენს, როგორც საქართველოს დიად ლოჟას, ასევე სხვა რეგულარული დიადი ლოჟების წევრი საქართველოს მოქალაქეები, უნდა ხელმძღვანელობდნენ ამ პრინციპებით რეალურ ცხოვრებაში, რეალურად და არა ფასადურად. ეს არის მთავარი. ჩვენ, საქართველოს დაიდ ლოჟაში დიდ ყურადღებას ვაქცევთ პატრიოტულ, პროგრესულ სულისკვეთებას, ძმათაშორისო პატივისცემასა და სიყვარულს, მიუღებლად ვთვლით ნებისმიერ მცდელობას ვინმეს მხრიდან დაარღვიოს ჩვენი ერთიანობა და ერთობა!
ძვირფასო მკითხველო, ძვრიფასო ძმებო, ძვირფასო საქართველოვ,
ვერც წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ინტერვიუს 1 ნაწილი ასეთ ინტერესს გამოიწვევდა, განსაკუთრებით მათში, ვინც არ არის მასონობასთან დაკავშირებული. ბევრი კომენტარი და წერილი მივიღე პირადი გზავნილების სახით, ამითომ გადავწყვიტე გამომექვეყნებინა ინტერვიუს გაგრძელება (სინამვილეში ეს ერთი სტატიაა, მაგრამ დაყოფილია რამდენიმე ნაწილად).
შეგახსენებთ, პირველ ნაწილში ვსაუბრობდი, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოსი მასონური ორდენი გასაბჭოებამდე, საქართველოს ხელახალი დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდგომ, რუსეთის დიადი ლოჟის პირველ მცდელობებზე, რომელიც წარმატებით მაშინ ვერ დასრულდა (მე ვთვლი, რომ ძალიან ცუდია, როდესაც მასონურ საქმიანობას და ეთნიკურ კუთვნილებას აღრევენ პოლიტიკასთან, სწორედ ამ მიზეზების გამო აირია მერე მონასტერი საქართველოში და ახლაც არ არის მთლად დალაგებული ბოლომდე), პატარა სომხეთის დიდი ლოჟის დიად ინტერესებზე და რუსეთის ჩანაცვლების სურვილზე, ამ სურვილის კალიფორნიელი და ზოგადად დიასპორელების დახმარება და დღეს საქართველოში ორი ლოჟის არსებობა, რომელიც თავის დროზე იქმნებოდა საქართველოს სუვერენული დიადი ლოჟის ფარგლებში მომუშავედ, მაგრამ სამწუხაროდ შერჩა სომხურ იურისდიქციას და ასევე შერჩნენ ქართველების, საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, რომელთა ადგილი იქ ნამდვილა არ არის და ღია გულებით და კარებით ველით მათ უმეტესობას, შესაბამისი რეგულარიზაციის პროცედურების გავლით. ვისაუბრეთ, აგრეთვე თუ როგორ ინტენსიურად ვხდებოდით და ვთხოვდით ევროპელებს დახმარებას, განსაკუთრებით, გერმანიას, ავსტრიას და სხვებს, როგორ გადაგვამისამართეს უკრაინაში, სადაც ქართველების ნაწილი გადავბარგდით სომხეთის დიდი ლოჟიდან, რაც სომხების მკვეთრი ნეგატიური დამოკიდებულა მოჰყვა დააგვიგორეს კიდეც ბინძური კამპანია, ნაწილი გარიცხეს ძველი რიცხვით, მაგრამ საბოლოო ჯამში მათმა მცდელობებმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და დღესაც თუ ხვალ ვერ გამოიღებს. სომხეთი იქნა შერჩეული გეოგრაფიულად ხელმისაწვდომობის და ამერიკელების საქართველოს დიადი ლოჟის დაფუძნების მიზნით, არა სხვა სახელმწიფოთა, ჯგუფებისა , ეთნოსების თუ სხვა და სხვათა ინტერესების და მიზნების მისაღწევად. დარწმუნებული ვართ, რომ სომხეთის დიდი ლოჟა მალე გაივლის რიგ განახლებებს, მიხვდება აგრეთვე, რომ აუცილებელია საქართველოსთან და საქართველოს დიადი ლოჟასთან აქტიური მეგობრობა, აღიარებს საქართველოს დიად ლოჟას, მის ტერიტორიულ უფლებებს და მოხდება მათი ლოჟების გატანა-დახურვა, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა გადმოსვლა იქ, სადაც არის ქართული პატრიოტული სული, იქ სადაც არის პროგრესი, იქ სადაც არის საქართველოს დიადი ლოჟა!
აგრეთვე, 1 ნაწილში ვსაუბრობდით, თურქეთზე, თუ როგორ თავის დროზე რუსული დისტრიქტი “კავკასია”-ს დაფუძნების შემდგომ, მოხდა ქართულ-თურქული ლოჟის დაფუძნების დაჩქარება, ქ. სტამბულში, თუ როგორ მოგზაურობს ეს ლოჟა ბათუმში, სამწუხაროდ დღეს უკვე ეს ლოჟა ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაშ და იმედს ვიტოვებთ, მალე შემოუერთდება საქართველოს დიად ლოჟას.
საქართველოს დიადი ლოჟის შექმნამდე საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მრავალი მასონური აქტივობა. ყველა დეტალს რა თქმა უნდა ვერ მოგახსენებთ, მაგრამ გაცნობებთ, რომ აღნიშნული აქტივობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნელ-ნელა დასტაბილურობდა, რამდენიმე საქართველოს მოქალაქე მიღებული იქნა კიდეც ლოჟაში რუსეთის ფედერაციაში, შემდგომ სხვა იურისდიქციებშიც. 2009 წლიდან პროცესი უფრო გააქტიურდა, სხვადასხვა ქვეყნის იურისდიქციები გამოთქვამდნენ ირიბ თუ პირდაპირ ინტერესს, მ.შ. სომხეთის, რუსეთის, ვაშინგტონის და ავსტრიის დიადი ლოჟები. მოგვიანებით ჩვენი თანამოქალაქეების ერთმა დიდმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა მასონური იურისდიქციის დახმარებით ეცადა მასონური ჭეშმარიტი სინათლის შემოტანას საქართველოში. სხვადასხვა ქვეყნის იურისდიქციაში, მათივე ტერიტორიაზე დაფუძნებულ ლოჟებში (ერევანი, სტამბული, კიევი, მოსკოვი, ა.შ.) გაწევრიანდნენ ამ ჯგუფის წევრები და საბოლოო ჯამში მრავალი მოვლენის განვითარების შემდგომ პატრიოტი და ღირსეული ქართველი მასონები სხვადასხვა იურისდიქციიდან გაერთიანდნენ ერთ საერთო და ეროვნულ ჯგუფში, ამისთვის მათ მოუწიათ დაეტოვებინათ სომხეთის, თურქეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების დიადი ლოჟები. ამ ჯგუფმა, მიმართა ყველა დიად ლოჟას რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოს მხარდაჭერით ჩართულიყო ქართული, ეროვნული მასონური ორგანიზაციის დაფუძნება - აღმშენებლობაში. სამწუხაროდ, ჩვენ თანამოქალაქეთა მცირედმა ჯგუფმა არჩია სომხეთის, თურქეთის და უკრაინის დიად ლოჟებში დარჩენა, ხოლო ჯგუფის დიდმა ნაწილმა განგრძნო ეროვნული და დამოუკიდებელი დიადი ლოჟის აღმშენებლობაშე ფიქრი. ამავე პერიოდში, რუსეთის დიადმა ლოჟამ დააფუძნა მასონური დისტრიქტი “კავკასია”, რომელშიც შედიოდა ქართული ლოჟა მოსკოვში, ქართული ლოჟა თბილისში და აფხაზური ლოჟა სოხუმში. აღნიშნული ლოჟების დახმარებით და რუსეთის დიადი ლოჟის მიერ ჩატარებული კონსეკრაციის საფუძველზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ქართველ პატრიოტთა ჯგუფმა 25 წევრის შემადგენლობით (2014 წლის შემოდგომიდან დაიწყო მზადება) 2015 წლის 14 მარტს საქართველოს დიადი ლოჟა დააფუძნა.
საქართველოს დიადი ლოჟა არის ერთადერთი კანონიერად დაფუძნებული მასონური ორგანიზაცია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რეგულარული და მასონური წესებისა და ტრადიციების სრული დაცვით დაფუძნებული და რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს დიადი ლოჟის დამფუძნებელი ღირსეული ლოჟები არიან : “წმინდა თამარ მეფე” (თბილისი), “მეფე დავით აღმაშენებელი” (თბილისი), “გიორგი V ბრწყინვალე” (თბილისი). დღეს, ამ სამ ლოჟას დაემატა, გასული მასონური წლის განმავლობაში, კიდევ სამი ღირსეული ლოჟა : “იოანე პეტრიწი” (ინგლისურ ენოვანი; თბილისი) ; “გრიგოლ I ბაგრატიონი” (რუსთავი) და “ა.ს. გრიბოედოვი” (რუსულენოვანი, სამოგზაურო ლოჟა). ასევე, წელს იგეგმება ორი ახალი ლოჟის დაფუძნება , მ.შ. ქ. ქუთაისში.
კვლავ, დავუბრუნდები 2012-2013 წლებს, როდესაც საქართველოს მასონურ საჭადრაკო დაფაზე ფიგირირებდა რუსეთი, დისტრიქტი “კავკასია” და 3 ღირსეული ლოჟით, რომელიც ამტკიცებდა (კანონიერად), რომ პირველად საბჭოთა კავშირის მერე ის შემოვიდა საქართველოში და მიიღო საქართველოს მოქალაქეები, თუმცა შემდგომ პოლიტიკურად გართულებული ურთიერთობების გამო, მოუწია გასვლა. იყო სომხური ერთი (შემდგომ მეორე) ლოჟა, რომელიც ეცადა ესარგებლა რუსების გასვლით და მისი ჩანაცვლება (მიუხედავად იმისა, რომ იყო მოლაპარაკება რუსეთს, ვაშინგტონის და კალიფორნიის შორის), შეიქმნა თურქეთის ტერიტორიაზე, სტამბულში აგრეთვე ქართულ-თურქული ლოჟა , რომელიც ბათუმში მოგზაურობს 2013 წლის 1 ივნისიდან. მე პირადად უცნაური ამბავი გადამხდა, ამ ყველა ლოჟის დამფუძნებელი ვიყავი და შემდგომ მხოლოდ სომხურიდან წამოსული. ამ პერიოდში გაჩნდა პირველი (ქ. კიევში) ქართული ლოჟა , რომელიც უკრაინის დიადი ლოჟის იურისდიქციაში იყო, იჩქარეს ქართველების თხოვნით უკრაინელებმა, როგორც აღმოჩნდა კონკრეტულ პირებს ეჩქარებოდა საკუთარი ამბიციური მიზნების მიღწევა, საქართველოზე და ქართულ მასონობაზე ნაკლებად ფიქრობდა ეს ხალხი.
7 დამფუძნებელი ჰყავდა უკრაინაში , კიევში ქართულ ლოჟას, საქართველოდან. იქიდან ნაწილი წამოვიდა შემდგომში და შეუერთდა საქართველოს დიადი ლოჟის დამფუძნებელ ძმებს, ვინაიდან სიტუაცია რაც შემდგომ დარჩა ქართულ-უკრაინულ საზოგადოებაში, რბილად რომ ვთქვათ, შორს დგას რეალურ მასონობისგან, თუმცა ეს ინდივიდების, პიროვნებების ბრალია, განსაკუთრებით იმ ადამინის, ვინც ხელმძღვანელობს ამ დაჯგუფებას, საკუთარი პრიმიტიული ინტერესების მისაღწევად, უკრაინაში. მისი ინტერესი უკრაინაა, და უკრაინის დიდი ლოჟის ხელმძღვანელობა, დიადი ოსტატობა, ნაკლებად ადარდებს საქართველო და ქართველები, ქართული მასონობა! ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველების ნაწილი დაბრმავებული ზოგი რით და ზოგი რით, მხარს უჭერს უცხეოლ ინტერვენტს, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ქართველების წარმატება არ უხარიათ.
მოკლედ, ამ ერთ უკრაინულ ლოჟას , შემდგომ ხელოვნურად, საქართველოს დიადი ლოჟის დაფუძნების შემდგომ, ჯინაზე, მოჰყვა მეორე და მესამე ლოჟების დაფუძნებაც. ძირითად, იღებდნენ და იღებენ ისეთ საზოგადოებას, რომელიც შეჰყავთ სიცრუეში ან ისეთებს, ვინც ჩვენ არ მივიღეთ ჩვენს რიგებში და მიეკედლენ მათ. ასეთი, სულ მცირე 5-6 პიროვნებაა , ვინც ჩვენ ვიცით, იმ 20-25 კაცში ვინც მათ ჰყავთ. რატომ შეჰქმენს ეს ლოჟები უკრაინელ-ქართულმა დაჯგუფებამ (მასონურ ორდენს ვერ დავარქმევ ) და შემდგომ საქართველოს დიადი ლოჟის ჯინაზე - ე.წ. “დისტრიქტი” , ამზე მოგვიანებით ვისაუბრებ.
საქართველოშიც შედგა მასონური ორდენი და ეს ფაქტია. საქართველოს დიადი ლოჟის დაფუძნება ნამდვილი ისტორიული მოვლენაა, ვინაიდან აქამდე მასონობა საქართველოში არ იყო დამოუკიდებელი და სუვერენული. 2016 წლის მარტში ვიზეიმეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთი კანონიერად დაფუძნებული, ლეგიტიმური, ეროვნული და ჭეშმარიტი რეგულარული მასონური ორდენის ერთი წლის იუბილე. ერთი წლის განმავლობაში დამფუძნებელი სამი ლოჟის გარდა შეიქმნა კიდევ სამი ღირსეული ლოჟა, საქართველოს დიადი ლოჟა აერთიანებს 50-ზე მეტ წევრს, სხვადასხვა პროფესიის, აღმსარებლობის, პოლიტკური შეხედულების თუ ეთნიკური კუთვნილების. მსურველებს ვურჩევდი პირდაპირ მოგვმართონ ჩვენი ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით - www.grandlodge.ge . ვებ გვერდზე წარმოდგენილია, როგორც ინფორმაციული ტექსტები, ასევე მალე შეემატება საკმაოდ საინტერესო ბიბლიოთეკა, ფორუმი და რაც მთავარია - მხოლოდ ვებ გვერდზეა წარმოდგენილი ჩვენი ორდენის სააპლიკაციო ფორმა და მხოლო მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ხდება ამ სააპლიკაციო ფორმების მიღება და შემდგომი განხილვა. კანდიდატის სააპლიკაციო ფორმას განიხილავს სპეციალური კომისია, რომლის ფუნქციაა დაადგინოს შესაბამისობაშია თუ არა კანდიდატი ჩვენი ორდენის მინიმალურ მოთხოვნებთან, ანუ არის თუ არა იგი ნამდვილად 21 წლის და ზემოთ მამაკაცი, სწამს თუ არა მას ღმერთის და ადამიანის სულის უკვდავების, არის თუ არა იგი ნასამართლები, ა.შ. ამის შემდგომ, თუ კომისია ადასტურებს, კანდიდატი ხვდება სულ მცირე სამ ოსტატ მასონს გასაუბრებაზე. გასაუბრების წარმატებით გავლისას, კანდიდატს იწვევენ უკვე ლოჟაში დამატებით გასაუბრებაზე და ამ პროცესის წარმატებით დაგვირგვინების შემდგომ, კანდიდატს იღებენ ორდენში, როგორც მოსწავლე მასონს. მთავარი კრიტერიუმები არის სათნოება, ღირსება, უღალატობა ქვეყნისა, ოჯახისა და საკუთარი პრინციპებისა, განათლება-ინტელექტი, სინდისიერება, შრომის სიყვარული და სურვილი საკუთარი, საზოგადოების და ქვეყნის განვითარებისა. ვურჩევდი კანდიდატებს, მსურველებს, ფრთხილად იყვნენ სოციალურ ქსელებში თუ ზოგად ინტერნეტ სივრცეში. მრავლად გამოჩნდნენ ფსევდო - მასონები, ავანტიურისტებიც და ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომლებიც არა მარტო იბრალებენ მასონობას და საუბრობენ მასონების სახელით, არამედ სამწუხაროდ იწვევენ კიდეც ადამიანებს მათ ე.წ. „მასონურ ორდენში“. ერთადერთი ავთენთური და ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელებში არის
https://www.facebook.com/GLofGeorgia . (ასევე არის რამდენიმე პროფილური გვერდი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და ეს ჩამონათვალი არის ჩვენს გვერდზე). საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კი არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი მასონური გაერთიანება - საქართველოს დიადი ლოჟა (www.grandlodge.ge) . დარწმუნებულნი ვართ, რომ ქვეყნის ინტელექტუალური, პატრიოტი და აქტიური მოქალაქეები, ღირსეული და მაღალი ეთიკურ-მორალი სტანდარტების მქონე მამაკაცები შემოურთებდიან ქართულ მასონურ ორდენს საკუთარი და ქვეყნის განვითარებისათვის და საკეთილდღეოდ!
არსებობს მასონური ორდენის, ორგანიზაციის საქმიანობისთვის და კანონიერების დასადგენად რეგულარულობის პრინციპები, ე.წ. Landmarks. მათგან გამოვარჩევდით შემდეგს: 1. ღმერთის, შემქნელის , რაიმე ფორმით რწმენა; 2. სულის უკვადების რწმენა;3. მასონურ ლოჟაში, უნდა იყოს შემქნელის სიმბოლო და წმინდა კანონთა კრებული4. ლოჟა უნდა იყოს კანონიერად დაფუძნებული, დიადი ოსტატის, დიადი ოსტატის მოადგილის ან შეაბამისი დიადი ოფიცრის მიერ, დიადი ლოჟის შესაბამისი თანხმობით, სულ მცირე 7 ძმა ოსტატის მიერ.5. დიადი ლოჟა უნდა იყოს დაფუძნებული კანონიერად, სულ მცირე სამი ღირსეული ლოჟის , 21 ოსტატი ძმის და დედა-დამფუძნებელი დიადი ლოჟის მიერ.6. მასონური მუშოაბა უნდა ტარდებოდეს სამ ხარისხში დადგენილი წესით7. ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე დაფუძნებული დიადი ლოჟა არის ერთადერთი და კანონიერი დიადი ლოჟა, სხვა ქვეყნის იურისდიქციებს-დიად ლოჟებს არ აქვთ არანაირი უფლება დააფუძნონ იგივე ტერიტორიაზე რაიმე მასონური ორგანიზაცია, დაფუძნებული დიადი ლოჟის ნებართვის და თანხმობის გარეშე.8. დიადი ლოჟა მოქმედებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და მას სცნობენ ამ ტერიტორიის ფარგლებშიარსებობს მასონური ორგანიზაციის რეგულარულობის სხვა პრინციპებიც.თუ რომელიმე აღნიშნული პრინციპისა არ იქნება დაცული, მასონური ორგანიზაცია არა-რეგულარული და “ველურია”.
ბევრი ჰკითხულობს, სად იყო აქამდე სოლომონ ასურელი, რატომ გამოჩნდა იგი ახლა, რატომ წერს ისეთ ფაქტებს, რომელიც შესაძლოა არ იყოს გამოსამზიურებელი ფართო საზოგადოებაში? ამ კითხვებზე პასუხს, ყველანი მალე შეიტყობთ, შემდგომი ნაწილებიდან ინტერვიუსი, აქ მხოლოდ იმას დავსძენ, რომ ბინძური კამპანია, რომელიც დიდი ხანია წამოწყებულია ჩვენს წინააღმდეგ, არ დარჩება უპასუხოდ! ვინ ჩვენს წინააღმდეგ? საქართველოს, საზოგადოების, ინდივიდებისა და მასონური ორდენის წინააღმდეგ! მალე დასრულდება სინათლის გამარჯვებით!
მოიცა საქართველოში არსებოს მასონური ლოჟა