საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას; მტერი და დამპყრობელი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების დაკავება, თავისუფლების აღკვეთა და ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა, არის საქართველოს კანონმდებლობის
უხეში დარღვევა, ძალადობა, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლელბების ხელყოფა და პირადი შეურაცხყოფა, რის გამოც უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დანაშაულის ჩამდენი პირები გამოცხადდნენ ძებნილებად!.... ნებისმიერი განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, თითქოს და გატაცებული პირების მიმართ რაიმე შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია არის შეუსბამო და უპასუხისმგებლო, ასეთი უპასუსხისმგებლო პირები დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან!... რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მძევლობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდები, საქ: შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ფსიქოლოგიურად დაამუშავეს რათა მათ არ მოითხოვონ მათი გამტაცებლების მიმართ საქმის აღძვრა და მათი ძებნილებად გამოცხადება, რასაც ვაპროტესტებ!....
მოვითხოვ საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სათანადო რეაგირებას!!! ყველას გთხოვთ შემოუერთდეთ ჩემს მოთხოვნას!
https://www.palitravideo.ge/yvela-video/akh...is-shemdeg.html