https://www.gigabyte.com/Graphics-Card/GV-N1080TTOC-8GD#kfგავცვლი აღნიშნულ ვიდეოკარტას ლეპტოპში.
ვიდეოკარტა გაყიდვით იყიდება 950 ლარად შესაბამისად გავცვლი შესაფერის ფასიან ლეპტოპში ერთი-ერთში, არც თქვენიდან მინდა რამე თანხის დამატება და ვერც მე დავამატებ თანხას.
ვიდეო კარტა არის თავის ყუთით, მდგომარეობა საუკეთესო, ვიყიდე სულ ახალი და არა ვინმესგან მეორადი, არის ჩემს ხელში ნამყოფი, არ მიხსენოთ არც თამაშები და რამე მაინინგი, კარტას ზედიზედ ნამუშევარი ექნება რამდენიმე დღე დამიჯდა 1700 ლარი, ( ნეტავ სულ არ გამეხსნა ყუთი) ეჭვიან მყიდველს ვანახებ შესყიდვის ორდერსაც.
რაც შეეხება ლეპტოპს.
1) ლეპტოპი უნდა იყოს პირველ რიგში ვიზუალურად საუკეთესო მდგომარეობაში და შეკრული, არ აკლდეს რამე ბოლტი და რამე არ ლაყლაყობდეს შიგ. იყოს განახსნელი გაწმენდის მიზნით არ არის პრობლემა განახსნელზე მაგრამ არა განარემონტებული.
2) რაც შეეხება მონაცემებს რას მიენიჭება პრიორიტეტი: აუცილებელია ი5 ან ი7-ის პროცესორზე, ოპერატიური 6 ან 8 გბ. ეკრანის გაფართოება 1080P.
3) დანარჩენი მონაცემები ეხლა ვინჩესტერი ssd აყენია თუ ჩვეულებრივი არ აქვს მნიშვნელობა მთავარია ერორები არ ჰქონდეს და რამე პრობლემა, ინტეგრილებულია თუ არაინტეგრილებული ვიდეო არ აქვს მნიშვნელობა. აკუმულიატორი რამდენიმე საათსს ყოფნის თუ 5 წუთს არ აქვს მნიშვნელობა მთავარია მკვდარი არ იყოს და გადასაგდები...
4) ყველა კომპონენტი უნდა მუშაობდეს, ლანი არ მუშაობს და უსბ გადამყვანი მაქვს და ან ხმა არ აქვს და უსბე აუდიო მაქვს და ან ვაიფაის პრობლემა აქვს და ან კლავიატურაზე აკლია რომელიმე კლავიში ... მსგავს ლეპტოპს დავბრაკავ, ლეპტოპი უნდა იყოს ყველანაირად გამართულ მდგომარეობაში....
გულდასმით წაიკითხეთ განცხადება და პირობები, სხვა შემოთავაზებს და უაზრო შეკითხვებს არ ვართ. ვცვლი ერთი ერთში შესაფერის ფასიან ლეპტოპში. თუ ვინმე ყიდვა უნდა გავყიდი 950 ლარში.
პრიორიტეტში იგულისხმება : მირჩევნია პროცესორი იყოს შედარებით ახალი თაობის და ოპერატიურით 8 გბ.... ვიდრე თუნდაც ssd ეყენოს მაღალ ტევადიანი ან ვიდეო კარტა ჰქონდეს შედარებით ძლიერი ან კლავიატურა ანათებს ან ხმა და ბასები აქვს საუკეთესო... და მსგავსი ფუნქციები არ მაინტერესებს მთავარია რაც ექნება გამართულად მუშაობდეს...
წერა ბევრი გამოვიდა მაგრამ შევეცადე მაქსიმალურად ჩამომეყალიბებია აზრი და პირობები, რომ ერთი და იგივე შეკითხვა ვინმემ რამდენჯერმე არ დამაწერინოს...
ველოდები შეთავაზებებს
This post has been edited by procesora on 31 Aug 2018, 01:02