ყველასთან ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ამ თემის აქ გახსნისთვის. ბოდიშს ვუხდი მოდერაციას. ვიცი რომ აქ არ არის ასეთი თემების ადგილი. ცოტა ხანი გააჩერეთ, გეხვეწებით. მეოთხე დღეა ფეხს ვითრევდი, მარა გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდი.
არ დამიტოვებია ფეისბუქ ჯგუფები დ,ა განცხადებები და, ფორუმის კატების განყოფილება და, ნაცნობ მეგობრები და, არავინ, ამიტომ აქ ბევრი ხალხი შემოდის და, იქნება ვინმეს წავაწყდე, მეთქი.
მოკლედ, არასდროს არ დამიგეგმია და კნუტის სახლში ყოლა, იმიტომ რომ არავინაა სახლში მთელი დღის განმავლობაში, და არც გამიფიქრია არასდროს მოვიყვან მეთქი.
მაგრამ..
მოკლედ, საბურთალოზე ვეტერინარებთან ოფისში ვიღაცამ მიიყვანა კატა და ამშობიარა. კატა წაიყვანა და კნუტები კი დატოვა. ამ ოფისში ერთი თვე გააჩრეს ეს კნუტები, მაგრამ მერე დაუპირეს გარეთ გამოყრა. გვერდით მდებარე სხვა კომპანიების ოფისებიდან ხალხმა, ვისაც შეეცოდათ, ან ჩემს გოგოსავით ტვინი არ ჰქონდა თავში, წაიყვანა სახლში.
უკვე სახლში მოყვანილი აღმოვჩნდი სიტუაციაში რომ ვეღარ გავაგდებდი, საცოდაობა იქნებოდა.
4 თვეა იზრდება ჩემთან (ანუ ახლა 5 თვის ხდება, თუ გახდა). ვუვლით, ჭკვიანია, ლამაზია და კარგია.
მაგრამ... ერთი თვეა და სწავლის მიზეზით ხანგრძლივი დროით, დავრჩით სახლში მე და ეს კნუტი და ვერ ვუვლი. ფაქტობრივად 6 საათი ვარ სახლში. დანარჩენი დროს კანუტი გამოკეტილია ერთ დახურულ ოთახში, რომელსაც არ აქვს ფანჯრები, შუაშია.
ამ კნუტმა ერთ რამეს მიმახვედრა, რომ ცხოველი ადამიანზე უბედურად შეიძლება გრძნობდეს თავს.
გინახავთ კნუტი როგორ ტირის, ცხარე ცრემლების ღაპაღუპით?!
მე კი!
ყოველ დილით. ფეხსაცმლის ჩაცმას რომ დავიწყებ და გასაღებს ამოვიღებ, ხვდება რომ მთელი დღე ისევ მარტო რჩება, გამოკეტილი ერთ სივრცში და, მივა მიჯდება თავის ბალიშზე და იწყებს ტირილს.
რომ მივალ ღამე გვიან, შიგნიდან ისმის ისევ ამის საცოდავი კნავილი, და მერე, რომ შევალ.. მედება ფეხებში და, მეფერება და მეფერება, და ... მელაპარაკება ... რაღაცას .. დაბალ ხმაზე .. ჩივის რაღაცაზე .. მეტი ააღარ დამტოვოო თუ რაღაცა ეგეთი.. : )
საცოდავ დღეშია.
მეც დავილიე და ეს კნუტიც.
მოკლედ, ვინმე ღვთისნიერს ხომ არ გინდათ და ხომ არ აიყვანთ კნუტს. უბრალოდ ჩამაკვდება ხელში დარდისგან.
გარეთ რომ აღმოჩნდეს მოკვდება ყველა ვარიანტში, რადგან არაცითარ საჭმელს გარდა კატის საკვებისა ვეტერინარული მაღაზიიდან, არ ჭამს. ყველი, რძე, მოხარშული კვერცხი, სოსისი, ყველაფერი ვცადე, ერთხელ საჭმლის მოტანა დამავიწყდა და, უბრალო არც კი გაეკარა. სოსისს კი ვაფშე ფეხებით რაღაცეები მიაყარა ვითომ მიწაში ჩასამარხად.
მოსაკლავად რომ მინდოდეს, მე თვითონ მოვკლავდი. ამიტომ არ მინდა ისეთმა წაიყვანოს, რომ მეორე დღეს გარეთ გააგდოს, შესაბამისად, კარგსაც დავწერ და ცუდსაც :
პლიუსი :
- 100% მოწესრიგებულია ტუალეტის ამბავში და თავის ქვიშაში მიდის ხოლმე
- რამდენი საჭმელიც არ უნდა დაუყარო, ჭამს იმდენს რამდენიც საჭიროა. ანუ ღორმუცელა არ არის რომ საჭიროზე მეტი ჭამოს. შესაბამისად საკვების ყარაულობა და გამოზოგვით მიცემა არჭირდება.
მინუსი :
- საკვების ყიდვა ჭირდება დაახლოებით 4 - 5 ლარი 10 დღეში ერთხელ.
- თუ ნახევარ თვეში ერთხელ ფრჩხილებს არ დააჭრით შეიძლება რამეს გამოსდოს და დააზიანს. მაგალითად ავეჯის ნაჭერს.
- ჭირდება თვეში ერთხე 8 ლარის ქვიშა.
ეს არის და, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, აქ თემისთვის.
ესეც მისი სურათი. ახალი გადაღებულია, მარა ამ სურატებში პატარა მეჩვენება და, ისე რომ ვეფერები და იატაკზე გაიწელება ლიანდაგის რელსივით არის, რავიცი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by picpic on 27 Aug 2018, 19:31