ფრიდრიხ ებერტის ფონდის საინტერესო კვლევა - გამოიკითხნენ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები
საშუალოსტატისტიკური ქართველი ახალგაზრდას პორტრეტი:
- მართლმადიდებელი ქრისტიანია (85%)
- ცხოვრობს მშობლებთან (70%)
- მშობლების კმაყოფაზე (62%)
- კარგად ეწყობა თავის მშობლებს (55%)
- ფიქრობს, რომ იმისთვის რომ დასაქმდე, კარგი ნაცნობები უნდა გყავდეს (75%)
- საკუთარი საქმის ან ბიზნესის წამოწყება არასოდეს უცდია (87 %)
- არასოდეს ესწრება საჯარო შეხვედრას (94%)
- ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ის მყარად ენდობა, ეკლესიაა (81%). მას სჯერა ღმერთის არსებობის (97%), ფიქრობს, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოხვდება (80 %) და დარწმუნებულია, რომ მორალური ნორმები და მოვალეობები ღმერთისგან მოდის (85%)
- რაც შეეხება სექსს – ქართველი ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა (57%), მაშინ როცა ქალების მხოლოდ 1% ამბობს, რომ ჰქონია სექსი ერთზე მეტ პარტნიორთან
- რეგულარულად ან ხშირად ლოცულობს (48%); ესწრება წირვა-ლოცვას ეკლესიაში (33%) და აღნიშნავს რელიგიურ დღესასწაულებს (83%)
- საშუალოსტატისტიკური ქართველი ახალგაზრდა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში (74%) და ნატოში (68%) გაწევრიანებას
- ქართველი ახალგაზრა ამჟღავნებს ხაზგასმულ ეროვნულ კუთვნილებას – თავს ქართველი ერის ნაწილად მიიჩნევს (56%) და არა დამოუკიდებელ ინდივიდად (20%) ან მსოფლიო მოქალაქედ (19%)
- ქართველი ახალგაზრდა ოპტიმისტია: მას სჯერა, რომ 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება (95%)
https://jam-news.net/?p=14288&lang=ka#.W4GfxRNEqZU.facebook This post has been edited by papaani on 29 Aug 2018, 15:12