ჩემს ცხოვრებაში გოლი თარაყი ერთი სტატიით გაჩნდა. ამ სტატიაში ის საუბრობდა იმ გასხვავებებზე, რომელიც დასავლურ და აღმოსავლურ საზოგადოებებს შორის არსებობს. კერძოდ, თუ დასავლური კულტურა ცხოვრების სწრაფ რიტმზეა ორიენტირებული, ,,დრო ფულია" პრინციპი მოქმედებს, აღმოსავლეთში სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვთ დროისადმი. უფრო სწორი იქნებოდა თქმა, დრო ფულის ერთეულში კი არ არის გადაყვანილი, არამედ ცხოვრებით ტკბობისას, ის სულ ავიწყდებათ.
რაც შეეხება მწერალს, თარაყი არის ირანელი ავტორი, რომელიც ლიტერატურის გარდა დაინტერესებულია საერთაშორისო ურთიერთობებით, კულტურის კვლევით და ფილოსოფიით. ამჟამად ცხოვრობს პარიზში. შესაძლოა, ამიტომ მის მოთხრობებში იგრძნობა როგორც აღმოსავლური (ირანული) რეალობა, ისე დასავლური კულტურის გავლენა თანამედროვე სამყაროზე.
თარაყის შემოქმედება მდიდარია, როგორც ლიტერატურული ნაწარმოებით, ისე ესეებით თანამედროვე კულტურის შესახებ.
ქართულ ენაზე თარგმნილია მოთხრობების ორი კრებული:
არჩევანი და
სახლი ზეცაში.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ავტორზე და მის შემოქმედებაზე?