დაიჭირეს...
აი სად დაგვენძრა. ციხეში ახალ მაინ კამფს დაწერს, ზონაზე ახალ NSDAP შეკრებს, გამოვა და კორკოტრაიხსფიურერად დადგება
შინაგან საქმეთა სამინისტომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრი დააკავა. On.ge-ს ინფორმაციით, დაკავებული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჭელიძეა.
შსს-ს ცნობით, ბრალდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა ,"საქართველოს ეროვნული ერთობის'' გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს.
http://go.on.ge/t9c"პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.