#53406302 · 10 Sep 2018, 23:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ მიზნის გაჩენა არ უნდა გაგიჭირდეს, მაგალითად: - მოიარო ყველა ქვეყანა და ნახო ისინი, სულ მცირე დედაქალაქები. (თავდაპირველად მიტოვებული მანქანებითა და საწვავით ევრაზიის კონტინენტზე, მერე წყლით გადახვალ გემის მართვას ისწავლი და ესეც ერთგვარი მიზანი და გამოწვევაა) ამას მინიმუმ რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. - უყურო ყველა ფილმს, რაც გადაღებული და ახალი შენი IMDB რეიტინგი შეადგინო. - ითამაშო ყველა ვიდეო თამაში და დახურო ისინი; - წაიკითხო ყველა წიგნი, მოუსმინო ყველა მუსიკას და შეეცადო შენთვითონ დაუკრა, დაათვალიერო ყველა ნახატი და სცადო მათი ყველა ასლი გააკეთო/ - ააშენო შენივე ხელებით შენი ოცნების სახლი, შენთვის იდეალურ ადგილზე, რომელსაც რუქაზე ხელს დაადებ, სადაც ჩაიტან ყველაფერ იმას რაც გინდა და მოიწყობ სიბერისთვის საჭირო მდგომარეობა; - ხელი მიჰყო ექსტრემალური სახის გართობებს, სადაც გარკვეულ პერიოდში ერთხელ ვთქვათ კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, კვარტალში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ მოგიწეს სიცოცხილის გარისკვა. მაგალითად გაჭიმო ტროსი ორ მაღალ კორპუსს შორის და ამ ტროსზე გაიარო, ან პატარა ნავით გადალახო დიდი წყლები, ან დალაშქრო მწვერვალები, ან რავი უამრავი რამ. ამ ექსტრემალური გართობებს შორის ივარჯიშო, რომ ისინი ისე გადალახო, რომ არ მოკვდე. კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება.
ზემოთ ჩამოთვლილები უსარგებლო და გასართობი ხასიათის საქმეებია.
სასარგებლოს რაც შეეხება: - ისწავლო ლინგისტიკა, ბიოლოგია და შეეცადო რომელიმე ცხოველს ასწავლო საუბარი, მაგალითად შიმპანზეებს. უნდა იკითხო, დაეუფლო მეცნიერებას და შესაბამისი ცდები ჩაატარო. შეგიძლია უკვე არსებული ცდები სადაცაა ჩახვიდე და ადგილზე გაეცნო. - ისწავლო ფიზიკა, ინფორმატიკა და სხვადასხვა ზუსტი მეცნიერებები, იმისთვის, რომ უმუშავო ხელოვნური ინტელექტი შექმნა, რომელთანაც დაამყარებ კომუნიკაციას, ურთიერთობას, სექსს და ა.შ. - ან უბრალოდ დაიწყო სწავლა და მეცადინეობა, დაუსახო თავს მიზანი რაც შეიძლება მეტი შეიმეცნო, შესაძლოა ამ პროცესში მიაგნო რაღაც საინტერესო მიზანს.
ჩემი აზრით, ადამიანი რაღაც მიზეზს, ესეთ სიტუაციაში, ყოველთვის იპოვნის რის გამოც დროებით გადადებს სუეციდს
|