#53947475 · 18 Dec 2018, 09:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაახლოებით ერთ თვეში დავიწყებ 18 დან 39 წლამდე მდედრობითი სქესის მოყვარული ფოტო მოდელების შერჩევას ფოტო პროექტისთვის.
ვამზადებ ტექსტს ქართულ და ინგლისურ ენებზე jobs.ge განსათავსებლად. სანამ დასაქმების საიტებზე დავდებ, ფორუმზე დავწერ მოკლე აღწერას.
ჩეხეთში მოღვაწე ჩემი უცხოელი პარტნიორი ახორციელებს ფოტო პროექტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩეხი, ჩინელი და საქართველოში მცხოვრები მოყვარული მოდელები.
ჩემი მოვალეობა საქართველოში მცხოვრები რამდენიმე მონაწილის შერჩევაა. მოკლე ფოტოსესია უნდა ჩავუტარო და მასალა გავგზავნო. საქართველოდან ორს შეარჩევს. მთავარი ვორკშოპი საქართველოში გაზაფხულზე გაიმართება და ხუთი დღე გაგრძელდება. მთავარი ვორკშოპი არის ანაზღაურებადი სოლიდური ერთჯერადი თანხით
თუ ფორუმზე ხართ მსურველები, შემეხმიანეთ და დასაქმების საიტის ლინკს ჩაგიგდებთ დეტალებისთვის, ან პირადად აგიხსნით.
P. S.
პროექტი კავშირში არ არის სამოდელო ბიზნესთან. პარამეტრები შეზღუდული არ არის. მთავარია ავტორს მოეწონოს ტიპაჟები თემატიკისთვის და სიუჟეტისთვის. თემა გახლავთ ჰაერის დაბინძურება. პეკინი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. ავტორმა გადაწყვიტა სამ ქვეყანაში მცხოვრები ქალი მოდელების საშუალებით გადმოსცეს კონცეფცია. პროექტი ხორციელდება ჩინეთში მოპოვებული გრანტის მეშვეობით
ეს არის კარგი საშუალება დამატებითი თანხის გამოსამუშავებლად და თანამედროვე ხელოვნების პროექტში მონაწილეობის მისაღებად
ლევანი
|