Starblindკონტექსტში არ ვეძებ გადამეტებული ნათქვამია, გუგლსი არ ვეძებ სამართლებრივ ნორმებს მე

ბევრია შემთხვევა რომ ამ მუხლს იყენებენ გაჩერების შემდეგ ერთი სიტყვაც რომ შეეპასუხო, თუმცა 15 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა არ გამოუყენებიათ, მე პრაქტიკაში არ გამიგია მსგავსი, შენ რომელ მუხლსაც ეძებ ჩვეულებრივ სიტუაციაში ესაა, ბოლო რედაქცია.
მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის/ მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა
1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
3. (ამოღებულია - 21.04.2017, №712).
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას.
შენიშვნა:
1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
2. (ამოღებულია - 02.05.2014, №2375).
3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.
4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 290 1 და 290 2 მუხლებით დადგენილი წესით.
5. (ამოღებულია - 30.06.2017, №1194).
6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით.
7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.