#53366524 · 3 Sep 2018, 15:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბრენდები ეძებენ ბრენდებს, ეფექტურ კოლაბორაციას, უფრო მძლავრ პარტნიორს, რაღაც ახლის შესაქმნელად. თუმცა, DIESEL-მა თანამშრომლობა “მექაბაბე” მუსტაფასთან დაიწყო, რომელიც, როგორც ამბობენ, თავისი ნაწარმის სურნელით იზიდავს ბერლინელ მომხმარებლებს. ასეთი კამპანიების გარშემო, ხშირად, ორაზროვანი მოსაზრებები ჩნდება, ზოგი თვლის, რომ ეს ნაბიჯი სარისკოა ბრენდისთვის, მისი ექსპერიმენტული და არასტერეოტიპული მიდგომის გამო, სხვები კი ამ ურთიერთგამომრიცხავ შეხედულებებს მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევენ. ნახეთ და თავად შეაფასეთ, გაამართლა თუ არა მუსტაფასთან თანამშრომლობამ.
This post has been edited by Brock on 3 Sep 2018, 15:41
--------------------
ავე მე
|