#53371238 · 4 Sep 2018, 13:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეპირებისამებრ, გაგაცნობთ გადაწყვეტილებას, ფეისბუქსა და თბილისის ფორუმზე ჩემ მიერ გახსნილ თემასთან დაკავშირებით — „ქართველებო, თქვენ რას იტყვით?“
პირველყოვლისა, ვნახოთ, თუ რა თქვეს ქართველებმა.
პირველი ჯგუფი: უპირობო მხარდამჭერები. მეორე ჯგუფი: მარადმწვანე მდუმარენი. მესამე ჯგუფი: მოღლიცინეები.
თუმცა, არის კიდევ ერთი, სრულიად განსხვავებული პოზიცია:
QUOTE (muammar_caddafi @ 1 Sep 2018, 21:46 ) | ძალების მოსასინჯად, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა არჩევნებში მონაწილეობა, თუ [შემოთავაზების] კონფიდენციალური მხარე არ ეწინააღმდეგება თქვენს პრინციპებსა და დეკლარირებულ ღირებულბებს, ანუ თუ ისევ შენენთოდ დარჩებით. |
გმადლობ თანაფორუმელო, — ესა არის საარჩევნო მხარდაჭერის საუკეთესო გამოხატვა, რაც კი ოდესმე მომისმენია ქართველებისგან, ყველა საზრისით.
რაც შეეხება შემოთავაზების კონფიდენციალურ მხარეს, იგი მხოლოდ ამ ჯგუფის ვინაობას ეხება.
ასე რომ, ქართველებმა უკვე გამოხატეს თავისი დამოკიდებულება.
როგორია ჩემი გადაწყვეტილება? — უარი ვთქვი შემოთავაზებაზე.
საფუძველი:
1. საქართველოს კონსტიტუციით, საქართველო არის სახელმწიფო, სადაც ცხოვრობენ „მოქალაქეები“ და არა ქართველები. კონსტიტუციურად, ეს არის საქართველო ქართველების გარეშე, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს, მაგალითად, სახელმწიფო №2030.
2. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს, ქართულ მრავალფეროვან კულტურას, ქართველებს არ ჰყავთ ეროვნული უმცირესობები, მომავალში მას გადააქცევენ მულტი-კულტურულ სახელმწიფოდ. ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.
3. საქართველო ქართველების გარეშე დაკარგავს ერის სულს.
ქართველებო, თქვენ გქონდათ ქართული სახელმწიფოს აშენების ერთად-ერთი შანსი, — შენენთოს დაქირავება, რაშიც ფულს იქეთ გიხდიდათ.
კანდიდატურას ჩემი ინიციატივით არ ვხსნი, რათა ცესკო-ში დაფიქსირდეს ფაქტი, რომ ქართველებმა შენენთოს დასაქირავებლად უარი თქვეს ამომრჩეველ მხარდამჭერთა 30.000 ხელმოწერის შეგროვებაზე. თუმცა, 18 სექტემბრამდე კიდევ არის დრო.
ამასთანავე, დაველოდები, ივანიშვილი გამოიყენებს თუ არა „მესამე ჯოკერს“.
ძველებს გეხსომებათ, ჯერ კიდევ 90-იანებში შემოგეხმიანეთ იაპონური პოეზიის ამ ობოლი მარგალიტით:
„აჰა, საცაა ხე წაიქცევა! ზედ კი ჩიტები კვლავ უზრუნველად თხზავენ ბუდეებს.“
This post has been edited by Queeestion on 4 Sep 2018, 13:53
--------------------
!!! PM-ს არ ვკითხულობ
|