#53371277 · 4 Sep 2018, 13:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამოძიება ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია -სერგეენკო განმარტებას აკეთებს
ჯანდაცვის მინისტრმა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, გამოძიება არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაული მოხდა. მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათს ატარებს.
„გამოძიება არ ნიშნავს, რომ დავინახე დანაშაული და უნდა დავადასტურო მტკიცებულებებით. გამოძიება ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია. ექვსი წლის განმავლობაში არ მახსოვს, კონტროლი არ ყოფილიყო, მუდმივად არის, მათ შორის ანტიკორუფციული სამსახურის.
ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ“,– განაცხადა დავით სერგეენკომ და დასძინა, რომ მედიკამენტები, რომლებიც პაციენტების ნაკლები რაოდენობის გამო ზედმეტი დარჩა, დონაციის პრინციპით სხვა ქვეყნებს გადაეცა. საქართველოში კი, პაციენტებს საფრთხე არ შექმნიათ და ისინი მხოლოდ ვადიანი წამლებით მკურნალობენ.
„თვეში 3500 პაციენტისთვის უნდა გვემკურნალა მინიმუმ, რათა დაგეგმილი ელიმინაცია დამდგარიყო. თუმცა 100 ათას ადამიანს ვისაც ვთვლით, რომ მკურნალობა სჭირდება, ან მიაჩნია, რომ ავად არის. საშუალოდ თვეში სამიზნე იყო 3500 პაციენტი, მაგრამ გვყავს 1000, ამან საფრთხეები გამოიწვია რიგი მიმართულებით.
2-ჯერ გვქონდა ეპიზოდი ზედმეტი მედიკამენტების. ერთხელ ორი წლის წინ, როდესაც ახალი გენერაციის მედიკამენტზე გადავედით და დაგვრჩა რაღაც რაოდენობა.
ეს წამლები დონაციის პრინციპით გადავეცით სხვა ქვეყნებს. მეორე ახლა, აპრილში, როცა გარკვეული რაოდენობა მედიკამენტების შეკვეთილი იყო 3500 ადამიანზე თვეში, მაგრამ ნაკადი იყო ნაკლები, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამით სახელმწიფოს ზარალი არ მიდგომია, რადგანაც ეს დონაციააა, ამ მედიკამენტებს ჩვენ გვჩუქნიან.
პაციენტებს კი საფრთხე არ შექმნია რადგან ამ 1000-მა ადამიანმა ვადიანი წამლებით იმკურნალა.თავიდან, სანამ ამ პროექტს ვიწყებდით, ერთადერთი რისკი იყო, რომ არ მომხდარიყო მედიკამენტების არალეგალური გადინება.
საბედნიეროდ, სამნახევარი წლის განმავლობაში არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაკონტროლებელმა ყურადღება არ მიაქციოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა.
მარშალპრესი
დიდი მაფია აქვს ბატონ სირგეენკოს დიდი იმედფია მიხედავენ როცა შეიცვლება ხელისუფლება აბა ეხლა ვინმეს შეტენის განტევების ვაცს მე არაფერი ვიცოდი და მე მივმართე სამარტალდამცველებსო გამოძიება ყოფილა პრევენცია :-))))
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|