#55863153 · 19 Feb 2020, 19:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს თემა თუ არ ვცდები 2008 წელს გაიხსნა.მაგის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა როგორც მეცნიერებაში, ასევე საგანმანათლებლო სისტემაში.სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ ეს დარგი აერთიანებს ბიოლოგიასა და ინფორმატიკას. კონკრეტულად კი მოლეკულურ ბიოლოგიას, გენეტიკას, სტატისტიკას,წრფივ ალგებრას, კონკრეტულ პროგრამულ სისტემებსა და ენებს, რომლებიც შედეგებთან მუშაობაში გვეხმარებიან.ამ ყველაფრის ხარისხიანად ცოდნა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაინტერესებს, გადაკვეთილა თუ არა თქვენი გზები ოდესმე ამ დარგთან, თქვენი გამოცდილება(ნებისმიერი), არის თუ არა პერსპექტიული დასაქმების მხრივ.საერთოდ, საქართველოში, როგორც ვიცი დასაქმება კი არა არც ასწავლიან. მოკლედ რაც ამ თემის შესახებ იცით ყველაფერი მინდა, რომ დაყაროთ(ქართულ რეალობაში უპირატესად).
--------------------
He who has a "why" to live for can bear almost any "how"
|