10 სექტემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტის წინ ერთად დავიცვათ კონსტიტუციით განმტკიცებული, დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპი - განათლებისა და არჩევანის თავისუფლება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ერთი წლით უსამართლოდ, არათანაზომიერად და არაპროპორციული სანქციით შეუზღუდა პირველკურსელების მიღება. ეს გადაწყვეტილება ზიანის მომტანია როგორც პირველკურსელებისთვის, ასევე, უკვე მოქმედი სტუდენტებისთვის, რადგან მიზანმიმართულად ხორციელდება უნივერსიტეტის ფინანსური შესუსტება და ეს ყველაფერი პირდაპირ იმოქმედებს ჩვენს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაზე.
აკადემიური კალენდრის მიხედვით, სწორედ 10 სექტემბერს უნდა მიგვეღო პირველკურსელები, თუმცა მათ დასაბრუნებლად ბრძოლას ვაგრძელებთ.
ეს არის დავა, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, განათლების ხარისხის მიხედვით უნივერსიტეტი მეოთხე ადგილზეა სახელმწიფო და სამედიცინო უნივერსიტეტების შემდეგ რაც თავისთავად მეტყველებს მაღალ აკადემიურ ხარისხზე, ამ რეალობით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში დავა არ დასრულებულა და თანხის გადახდის ვალდებულება არ დაკისრებია სასწავლებელს, ჩვენ ვიგრძენით პასუხისმგებლობა აბიტურიენტების მიმართ და დავალიანება გადავიხადეთ, ის ერთადერთი მიზეზი გავუბათილეთ ცენტრს, რომელზეც დასკვნაში ამახვილებს ყურადღებას.
მათ აქვთ სრული დისკრეციული უფლებამოსილება გააუქმონ საკუთარი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი და მისცეს 800-ზე მეტ აბიტურიენტს სწავლის უფლება იქ სადაც მათ სურთ.
შემოგვიერთდით, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი სამართლე, ახლა თუ შევეგუებით უსამართლობას, მომავალში უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ვინაიდან ეს მხოლოდ იბსუს არ ეხება.
დადექი იბსუს გვერდით, დადექი განათლების დასაცავად!
ივენთის გვერდი: https://www.facebook.com/events/246059516099000/თემა არის პოლიტიკური