#53371346 · 4 Sep 2018, 14:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ასეთი სიტუაციაა. ნათესავს ვათხოვე ლეპტოპი. ძირითადად ინტერნეტში ძრომიალობდა და ხოლმე წაუთამაშებდა. ერთ დღესაც მეუბნება, რომ ჩავრთავ, ცოტახანში ითიშებაო. ანუ რომ ჩართავდი 10-15 წამში ითიშებოდა თავისით. თუნდაც ადაპტერი დაერთებული რომ იყოს. ოპერაციული სისტემის ბრალი არაა, რადგან ბიოსში რომ შეხვიდე და ისე დატოვო, მაინც გაითიშება. ზუსტად იგივენაირად, თითქოსდა ბატარეა მოკვდა. გუშინ მაგ 10 წამსაც არ შვებოდა. 2-3 წამში გაითიშა. დამტენი დავაერთე და მთელი ღამე ისე დავტოვე. დღეს კი საერთოდ ნათურაც არ ანათებდა უკვე.
ავდექი და გავხსენი ლეპტოპი რომ ბატარეა შემემოწმებინა. ანუ ბატარეაზე რომ დავაერთე მულტიმეტრი აჩვენებს 6.80 ვოლტს თვითონ ბატარეას აწერია 7.5 ვოლტი. საინტერესო ისაა, როცა ადაპტერი დაერთებულია, რატომ თიშავს მაშინაც კი როცა მინიმალური დატვირთვა აქვს, თუნდაც ბატარეა მკვდარი იყოს. თუმცა ესეც მეეჭვება მანამდე 2 საათამდე ჯდებოდა და 1 დღეში ასე მომკვდარიყო.
ნათესავმა გათიშვის შესახებ, რომ მითხრა მაშინ დავაკვირდი ბატარეის ინდიკატორს და ცარიელი იყო. პროცენტულობის გადამოწმება ვერ მოვასწარი, რომ უკვე გაითიშა.
მოკლედ რამე რჩევები თუ გაქვთ, მადლიერი ვიქნები. ბატარეის ჩამოტანას ვაპირებ, მაგრამ შეიძლება ვცდები და ტყუილად ჩამოვიტანო, ამიტომ დავწერე აქ.
--------------------
IT Systems For Your Business
|