ეს ერთერთი ჩვენი ლიდერია
https://m.facebook.com/konstantine.morgoshi...=content_filterკომენტარები ნახეთ
ფარესები არიან ძირითადად

ხოოოდა ემუქრებიან
იმას გიზამთ და ამასო
მუქარების გამო კაშიამ გააუქმა ფბ
პს
ფეხბურთი მკიდია მაგრამ სიბნელემ მოიცვა ყველაფერი
ხო.კითხვაში წერიან კაშიას თუ უჭირამთ მხარს. მოდერ ჩაანაპისანე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მერაბის აზრია საინტერესო
გურამ კაშიას მისამართით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება - "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი დაკითხვაზე იმყოფება
დღეს, 15:24
4
პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. კონსტანტინე მორგოშია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამ კაშიას მისამართით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადების გამო დაიბარა.
პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩაშლით დაიმუქრა.
კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ არ დაუშვებს, ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის უფლება ფეხბურთელ გურამ კაშიას მისცეს. თავად მორგოშია მუქარას უარყოფს და ამბობს, რომ მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
პატრიოტთა ალიანსის წევრი დინამო არენასთან აქციის ჩატარებასაც ადასტურებს და ამბობს რომ კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
კონსტანტინე მორგოშიამ, სამმართველოს შენობაში შესვლის წინ განაცხადა, რომ მისი პოსტი არ შეიცავდა მუქარას. ის, დაახლოებით, ერთ საათზე მეტია, რაც დაკითხვაზე იმყოფება.
ასევე, სამმართველოს შენობასთან მივიდა მორგოშიას თანამოაზრე სანდრო ბრეგაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მორგოშიას დაბარება სამმართველოში უკანონობა იყო.
„მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი ვერ იქნება მაგაში მუქარის შემცველი. თუ სტვენა და გულშემატკივრის გამოხატვა თავის პოზიციის, მუქარაა, რაღაც არამგონია. მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება. ათი ათასობით გულშემატკივარია, ვინც მის პოზიციას და მის საქციელს გმობს და გასაკვირი იქნებოდა, რომ ესეც არ ყოფილიყო. მე რომ აქ სულ დამაკავონ, უარესს მიიღებენ. თუ უნდა მისულიყო, სიტყვაზე, ათასი კაცი, მივა ასი ათასი. ეს არის და ეს. დანარჩენი თავიანთი გადასაწყვეტია,“ - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.
გურამ კაშიას მიმართ შეურაცხყოფა ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ვიცეკაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.
შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარების გამო, კაშია იძულებული გახდა, facebook- ზე ოფიციალური გვერდი გაეუქმებინა.
http://rustavi2.ge/ka/news/112264 This post has been edited by SPLIYVI on 29 Aug 2018, 15:38