მორიგი, უჩვეულო რეკორდი დაამყარა ქართველმა ბეგლარ ელბაქიძემ ზეზელა სტილის ცურვაში
მხოლოდ ფეხების მეშვეობით, ორივე ხელებაწეულმა,შესვენების გარეშე გადაცურა მანძილი ბათუმიდნ ქობულეთამდე ( დაახლოებით 22 კმ) თითქმის 14 საათის განმავლობაში
ასეთი რამ მსოფლიოში არავის ახსოვს, ჯერ კიდევ შარშან მე გავხსენი თემა მის შესახებ
ბეგლარმა მაშინ გადაცურა 10.5 კმ ბათუმის პლაჟის ერთი ბოლოდან მეორემდე 5 საათის განმავლობაში
შარშანდელ რეკორდს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და წელს ელბაქიძემ გააორმაგა შარშანდელი რეკორდი
დროშებით მცურავ ბეგლარს შორიახლო მიყვებოდა სამაშველო კატარღა, სადაც ისხდნენ მაშველები და დამკვირვებლები
მარტო, ერთი წუთით წარმოიდგინეთ როგორია 14 საათის განმავლობაში კატარღაში ჯდომა?
ელბაქიძემ ღირსეულად გადალახა ეს მანძილი, რომელიც სინამდვილეში უფრო დიდი აღმოჩნდა ( სავარაუდოდ 30 კმ) ვინაიდან ბეგლარს სულ უწევდა ზღვაში სხვადასხვა დინებებთან ჭიდილი, ცალკე,ფინიშის ბოლოს ტალღებთან ჭიდილი და ყველაფრის მიუხედავად ვაჟკაცურად დასძლია ყველა დაბრკოლება და მიაღწია ქობულეთის ცენტრალურ პლაჟს, სადაც მას ელოდებოდნენ მისი ახლობლები, გულშემატკივრები და ყველა ჯურის დამსვენებლები
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს უჩვეულო მოვლენა, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში, მხოლოდ აჭარის ტელევიზიამ გააშუქა
სხვა, ჩვენმა სახელოვანმა არხებმა სრული იგნორი გაუკეთეს
არც ბათუმის მერი დაინტერესდა და არც ქობულეთის..
და საერთოდ ვინ დაინტერესდა?
ბეგლარის ნაირი რეკორდი თურქს, სომეხს ანდა სხვა ქვეყნის წარმომადგენელს რომ დაემყარებინა, იქ ხელის გულზე ატარებდნენ და დიდ პატივისცემაში ეყოლებოდათ
ბეგლარის რა ბრალია , რომ საქართველოში დაიბადა?
მივულოცოთ ბეგლარ ელბაქიძეს ეს უჩვეულო გამარჯვება!


This post has been edited by tintoreto on 3 Sep 2018, 23:00
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი