რომელი მედიები და ექსპერტები დარეგისტრირდნენ კრემლის მედია ფორუმზე?
5 სექტემბერი, 2018
http://www.mythdetector.ge/ka/myth/romeli-...s-media-porumze4-7 სექტემბერს თბილისში კრემლის მიერ დაფინანსებულ "საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმზე" ქართული მედია საშუალებები და ექსპერტებიც დარეგისტრირდნენ, რომელთა ნაწილი 5 სექტემბრის შეხვედრაში მონაწილეობდა.
“მითების დეტექტორი” გთავაზობთ ღონისძიებაზე რეგისტრირებული ქართული მედია საშუალებების და ექსპერტების სიას:
საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1 არხი - ზვიად ავალიანი,
ტელეკომპანია “ობიექტივი” - ბონდო მძინარიშვილი, ვალერი კვარაცხელია,
Sputnik Georgia - ანასტასია ხატიაშვილი,
“საქართველო და მსოფლიო” - ეკატერინა ნასყიდაშვილი, სოფია კაკაჩია,
„საქინფორმი“ - არნო ხიდირბეგიშვილი, დიანა შერეშაშვილი,
საინფორმაციო სააგენტოს “პატრიოტი” - გიორგი ირემაძე
ქართველი ექსპერტები:
არჩილ სიხარულიძე- ექსპერტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი,
გიორგი აბაშიძე, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი,
მამუკა არეშიძე- პოლიტოლოგი, კავკასიურ საკითხთა ექსპერტი
გულბაათ რცხილაძე- “ევრაზიული ინსტიტუტი”-ს დამფუძნებელი
2018 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Vere Palace-ში "საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი" იმართება. წლევანდელი მედია ფორუმის თემაა "მედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში". მედია ფორუმის ორგანიზატორები არიან რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი "ჩრდილოეთი-სახმრეთი" (Север-Юг), პრეს-კლუბი "თანამეგობრობა" (содружество) და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა "საქართველო და მსოფლიო". ღონისძიება რუსეთის "საპრეზიდენტო ფონდის" მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას თბილისში საპროტესტო აქცია მოჰყვა.