ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში დაიღუპა ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 43 წლის ივანე კუპრაძე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ივანე კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით გამოირჩეოდა და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ივანე კუპრაძის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.
https://www.facebook.com/protectedareas.ge/...?type=3&theaterდღეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.
ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
ძალიან მაგარი კაცი ყოფილა ფბზე წერენ