მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან 6 სექტემბერს გვიან ღამით კლდე კიდევ ერთხელ ჩამოინგრა. ამ ადგილას კლდე პირველად 31 მაისს მთაწმინდაზე, სასტუმროს მიმდინარე მშენებლობის გამო ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა, მშენებარე კომპანიას კი მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას შეაფასებდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, აქ მშენებლობა რამდენიმე დღის წინ განახლდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში მათ უთხრეს, რომ მშენებელ კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა და ამ ეტაზე გამაგრებით სამუშაოებს ატარებდა. ბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებსაიტზე, სადაც სამშენებლო ნებართვები და საპროექტო განაცხადები საჯაროდ თავსდება, ყიფიანის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს დოკუმენტაცია კლდის პირველი ჩამონგრევის შემდეგ არ განახლებულა, შესაბამისად, განახლებული გეოლოგიური დასკვნა და პროექტი, რომელიც შესაძლოა მშენებლობის განახლების საფუძველს იძლეოდეს, არ იძებნება.
6 სექტემბერს გვიან ღამით, კლდის კიდევ ერთხელ ჩამოგრევის გამო მშენებლობის მახლობლად მცხოვრებლებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები. ამ დროისთვის ადგილზე ელოდებიან მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსაც.
https://www.radiotavisupleba.ge/a/29475987.htmlეს კლდის ამ ფერდობის ჩამონგრეის უკვე მეორე შემთხვეაა წელს. პირველად 31 მაისს მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან მიმდინარე მშენებლობის გამო კლდის საკმაოდ დიდი ნაწილი მწვანე საფართან ერთად ჩამოინგრა.
სასტუმროს კომპანია “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ პლუსი” აშენებს.
ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ პლუსის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ბიძინა წაქაძეა, რომელსაც სხვა კომპანიებშიც აქვს ინტერესები და რომელიც პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია.
ბიძინა წიქაძემ 2016 წელს ქართულ ოცნებას 60 000 ლარი გადაურიცხა.
სასტუმროს მშნებელობაზე ნებართვა 2017 წელს გაიცა.
საინჟინრო-ეკოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასებაში ეწერა, რომ “მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორიის რელიეფი რთულია. ხასიათდება დაფერდებებით და მნიშვნელოვანი დონეთა სხვაობებით. ძირითადი ქანები, რომლებზეც გათვალისწინებულია შენობის დაფუძნება, გამოფიტვის სხვადასხვა ხარისხით ხასიათდებიან.”
ეს მაისში (ვიდეო)
ბოლოს ასე დასრულდება
This post has been edited by Stendal on 7 Sep 2018, 02:35
სეგა მტერია. არ მიბაძო სეგას. მოკალი სეგა.
ანა-ბანა, ანა-ბანა, ვინ არს ბოზი ქოცისთანა, ჰე?!
ტიმ! შენ სისტემას უნდა ებრძოლო და არა მისი ნაწილი გახდე!
პოლიტიკა
3272 პოსტი ამ განყოფილებაში
( 93% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა )