Hermosa
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18519
წევრი No.: 206810
რეგისტრ.: 24-August 15
|
#53380680 · 6 Sep 2018, 09:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ივანიშვილის "სკივრში" შემონახული საიდუმლო კანდიდატი "არის ერთი პირი, ვისზეც გული სტკივა "ოცნების" თავმჯდომარეს, რადგან მას მოუწია, უსაფუძვლოდ გაეძევებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან" ია აბულაშვილი 06.09.2018 ექსპერტთა ვარაუდით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალებისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან ეს ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფო მეთაური ეყოლება.
ასევე იმითაც იქნება გადამწყვეტი, რომ ოპოზიციასთან საპრეზიდენტო არჩევნების წაგება "ოცნების" შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ოპოზიციის შანსებს კი უფრო გაზრდის.
ამიტომ, მმართველი გუნდი იძულებულია, ან თავისი კანდიდატი წამოაყენოს, ან მთელი ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი დამოუკიდებელ კანდიდატს მოახმაროს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი დარჩენილ დღეებში, მთლიანად გამოეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებს თუ ეყოლება თავისი რჩეული, ამის შესახებ "რეზონანსი" ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს გაესაუბრა.
პოლიტოლოგ იგორ კვესელავას თქმით, "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთა სარეზერვო ვარიანტში შეიძლება, მოიაზრებოდნენ ზურაბ აბაშიძე, ირაკი ღარიბაშვილი და დამოუკიდბელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა რომელ მთაგანს მიიჩნევს "ოცნება" ოპოზიციის საპირწონედ, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
"რა სცენარი აქვს დაწერილი "ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ძნელია თქმა, თუმცა, ჩემი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთა სარეზერვო ვარიანტში მოიაზრებოდეს როგორც ზურაბ აბაშიძე, ასევე - ირაკლი ღარიბაშვილი.
"ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს დრო, ბოლო განაცხადი გააკეთოს. ალბათ, ჯერ კიდევ აკვირდება მოვლენებს და შეიძლება, მართლაც წამოაყენოს თავისი კანდიდატი.
"ორივე შესაძლო კანდიდატიდან, ზურაბ აბაშიძესაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც ამ არჩევნებში გამარჯვების მაღალი შანსი აქვთ. ისე, არც ისაა გამორიცხული, რომ მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდეს და სულ სხვა კანდიდატი დაასახელოს მმართველმა გუნდმა.
"რაც შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა "ოცნებას" წინასწარ პოლიტიკური გათვლა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
"რატომ წინასწარ არ შეაფასა მხარდასაჭერი კანდიდატის რეიტინგი ან რატომ ეგონა, რომ საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა?
"ვფიქრობ, რომ ეს საკითხები "ოცნებაში" თავიდანვე უნდა ყოფილიყო გაანალიზებული და ყველა ნაბიჯი გათვლილი. ახლა გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი "გადააგდეს".
"ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ასეთ მიდგომას არ იმსახურებს და არ გამოვრიცხავ, რომ მაინც სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი "ოცნებამ" ამ არჩევნებში", - განაცხადა იგორ კვესელავამ.
პეტრე მამრაძე: "როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროცესი დაიწყო, მე მაშინვე განვაცხადე, რომ "ოცნებისთვის" პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა, თუ ნებაყოფლობით იტყოდა უარს სრულ მონოპოლიაზე და ამ არჩევნებში თავის კანდიდატურას არ დააყენებდა.
პროცესის დასაწყისში აქეთკენ მიდიოდა საქმე, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, "ოცნების" შიგნით ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა: ნაწილი არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას. მათ ჩათვალეს, რომ ეს ინსტიტუტი არ უნდა დათმონ, არადა, ივანიშვილმა ისევ თავის ინტერვიუში განაცხადა, შეიძლება, პრეზიდენტის ინსტიტუტი ოპოზიციამ წაიღოსო. ვნახოთ, ვისი აზრი გაიმარჯვებს, სულ რამდენიმე დღე რჩება.
რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს, ვერ გეტყვით, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს "ოცნების" კანდიდატად. ზურაბ აბაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალბათ გახსოვთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის ტელეინტერვიუში "ოცნების" სავარაუდო კანდიდატთა შორის ერთ-ერთი პირველი სწორედ ზურაბ აბაშიძე დაასახელა.
როგორც ამბობენ, ზურაბ აბაშიძეს ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ბატონი ზურაბი ძალიან პრინციპული ადამიანია და გადაწყვეტილებებს ძალიან მყარად იღებს.
ასე იყო სააკაშვილის დროსაც, როდესაც მას კულტურის მინისტრობა შესთავაზეს, უარი განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით არაფერი მსმენია. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ვფიქრობ, ძალაში დარჩება "ოცნების" მხრიდან მისი მხარდაჭერა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.
სოსო ცისკარიშვილის თქმით, "ოცნების" სათადარიგო მოთამაშეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთ სკივრში ბიძინა ივანიშვილს შემონახული ჰყავდეს პირი, რომელზეც გული სტკივა, რადგან თავის დროზე მოუწია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მისი უსაფუძვლოდ გაძევება.
"ოცნების" სათადარიგო მოთამაშეების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ხმები იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად "ოცნებაში" ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა მოიაზრებოდა, გამიგონია.
"ბიძინა ივანიშვილმაც თავის ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ არიან ღირსეული კანდიდატები, რომლებსაც შეუძლიათ არჩევნების მოგება და პირველი, ვინც დაასახელა, იყო ზურაბ აბაშიძე. შეიძლება, ზურაბ აბაშიძეს ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ მას ბევრი არგუმუნეტი აქვს იმისთვის, რომ უარი ეთქვა შეთავაზებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იგი არ იბრძოლებს პრეზიენტობისთვის და არც საზოგადოების კრიტიკის საფუძველი გახდება.
"ისე, დღევანდელი საქართველო სახელმწიფოს რომ ჰგავდეს, ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა სრულად შეესაბამებოდა პრეზიდენტის თანამდებობას.
"რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას, ჩემი აზრით, იმ კანდიდატების ფონზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ არჩევნებში, სალომე ზურაბიშვილზე ვერავინ იტყვის, ვაი-ვაი, რა კანდიდატიაო.
"ის სხვა კადიდატებისგან განსხავებით არ ატყუებს ამომრჩეველს, ღიად საუბრობს თავის გეგმებეზე და არავის ჰპირდება, რომ პენსიებს გაზრდის.
"რაც შეეხება სხვა კანდიდატურას, ალბათ, არის ერთ სკივრში შენახული პირი, ვისზეც გული სტკივა ჩვენი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, რადგან მას მოუწია თავის დროზე, უსაფუძვლოდ გაეძევებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.
"თუ ეს სკივრი გაიხსნება, შეიძლება, ეს პიროვნება დასახელდეს "ოცნების" კანდიდატად საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცისკარიშვილმა.
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|