წარმატებული 13-ის მერე გელა ბაბლუანმა დიდი პაუზის მერე გადაიღო ახალი თრილერი ფული
კინოს შესახებ:
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=970გელა ბაბლუანმა ახალი ფილმი „ფული“ გადაიღო!
7 ივნისი. 2016. 13:14
საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა გელა ბაბლუანმა ახალი ფილმი გადაიღო. ფილმის სახელწოდება „ფული" გახლავთ. გადაღებები და მონტაჟი დასრულებულია, თუმცა რეჟისორი ჯერ კიდევ მუშაობს გარკვეულ დეტალებზე. მისი თქმით ფილმი ეკრანებზე წლის ბოლოს გამოვა. პირველი პრემიერა საფრანგეთში შედგება. რეჟისორის სურვილია, რომ პრემიერიდან ძალიან მოკლე დროში ახალი ფილმის ჩვენება საქართველოშიც გაიმართოს.
ტრადიციულად გელა ბაბლუანი თავად არის ფილმის სცენარის ავტორიც და რეჟისორიც.
გელა ბაბლუანი:
„ფილმის სახელწოდება „ფულია". შინაარსი არის ის, რომ ერთი ღამის განმავლობაში ყველა პერსონაჟს დაჭირდება ფული. ამ სიტუაციაშია თავმოყრილი ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა. დაბალანსება ფასეულობების. რა ნაწილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში ფულს.
ფილმი კონკრეტულად არცერთ კატეგორიას არ ეკუთვნის. უფრო თრილერია, რომელიც სოციალურ დრამას უკავშირდება. ფილმის ნაწილი გადაღებულია ნორმანდიაში, ნაწილი - პარიზის რეგიონში. ფილმის მცირე ნაწილი საქართველოშიც არის გადაღებული. სრულად გადაღებები მიმდინარეობდა თვენახევარი.„
ახალი ფილმის გარდა რეჟისორს ახალი გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. ის აპირებს ერთ-ერთი ცნობილი ევროპული კინოსკოლის ფილიალის გახსნს საქართველოში. მას ამ პროექტზე მუშაობა დაწყებული აქვს. ტრეინინგები ჩატარდება ევროპული სკოლიდან. წლის განმავლობაში მოეწყობა მასტერკლასები მოწვეული პედაგოგების მიერ. ასევე მსოფლიოს სხვა და სხვა ადგილებიდან შეძლებენ მოსწავლეები საქართველოში ამ კინოსკოლაში სწავლას.
„ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, ვისაც სწავლის საშუალება არ ექნება, მათთვის სწავლება უფასო იქნება. მატერიალური მხარე არ გამორიცხავს ნიჭს და მომავალს!"- განაცხადა გელა ბაბლუანმა.
ახალი ფილმის მთავარ როლში გიორგი ბაბლუანი მოგვევლინება, ასევე ცნობილი ფრანგი მსახიობები.
ფილმი „ფული" ფრანგულენოვანია და მას მაყურებელი წლის ბოლოს იხილავს

ტრეილერი:
http://www.imdb.com/title/tt2935516/?mode=...p;ref_=m_ft_dsk This post has been edited by მაწო__ on 12 Oct 2017, 19:51