#53613923 · 18 Oct 2018, 03:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხომ მოგვეხსენება, რომ არსებობს წარსული, აწმყო და მომავალი? ჩემი აზრით ტყუილია ეს ყველაფერი: სინამდვილეში მომავალი არ არსებობს.. ისევე, როგორც წარსული. არც აწმყოს აქვს დროითი განზომილება, ის უბრალოდ არის მოცემული წამის მეუსასრულოედი, ანუ ინსტანსი (ინგლისურად). როგორც წერტილს არ ქავს ზომა, ასევე აწმყოს და არც ატომს. შესაბამისად, ეს მოცემული ინსტანსიც, რომელშიც ამ ნაწერს ადევნებ თვალყურს, მისი თანმდევი გრძნობა თუ გააზრება, არის უნიკალური და განუმეორებელი. კიდევ ერთხელ ან არაერთხელ თუ გადაიკითხავ, ყოველ ჯერზე განსხვავებულ ანალიზს გააკეთებ. მაგრამ გადაკითხვას, ჯობია გააგრძელო, რადგან ჩემთვისაც, ეს მოცემული ინსტანსი, ამ სიბრძნის ფრქვევის პარალელურად, უნიკალური და განუმეორებელია. ასევეა ცხოვრების ყოველი ინსტანსი, 100 წლით ადრეც ასე იყო და 100 წლის მერეც ასე იქნება. "ცხოვრებას" დავყოფდი 2 ნაწილად: რეალობა და წარმოსახვა. რეალობაში გავაერთიანებდი ყველა იმ გრძნობასა და შეხედულებას, რაზეც მინიმუმ ორი ადამიანის შეხედულება ემთხვევა ერთმანეთს. ხოლო სხვა დანარჩენ გრძნობასა და შეხედულებას ვუწოდებდი წარმოსახვას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებობს ადამიანთა 2 კატეგორია, რომელთაც, შესაბამისად, რეალისტებსა და მეოცნებეებს უწოდებენ. ამაზე უფრო ზემოთქმულს თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ამ პირველ და მეორე კატეგორიას შორის, სადღაც არსებობს მესამე კატეგორიაც, ოღონდ ზუსტად არავინ იცის რომელ წერტილშია, 1,2-ში, 1,75-ში თუ 1,14526786951245423(9)-ში, რადგანაც არ აქვს წერტილს ზომა, ისევე, როგორც ატომს, მაგრამ ყველაფერი მისგან შედგება. ჩემი აზრით, ადამიანებს, რომლებიც ამ მესამე კატეგორიას მიეკუთვნებიან, ყველაზე რთული ცხოვრება აქვთ, რადგან რეალურსა და წარმოსახვით ცხოვრებას შორის არიან დაკარგულნი.
This post has been edited by Cxvirchatlaxa2 on 18 Oct 2018, 03:47
|