ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს უპრეცედენტო შეთავაზება ირანელ ხალხს:
„დღეს ირანს უპრეცედენტო შეთავაზებას ვუკეთებ. ეს წყალს ეხება. ირანელი ხალხი სასტიკი და ტირანული რეჟიმის მსხვერპლია, რომელიც მას სასიცოცხლოდ საჭირო წყალს არ აწვდის. ისრაელი მხარში უდგას ირანელ ხალხს და სწორედ ამიტომ მინდა, გადაავრჩინო ათასობით ირანელის სიცოცხლე. აი, როგორ:
ირანის მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყნის დახლოებით, 96%-ი სხვადასხვა დონის გვალვისგან იჩაგრება. ირანის სოფლის მეურნების ყოფილმა მინისტრმა, ისა კალანტარიმ თქვა, რომ გარემოზე მიყენებული ზიანის გამო 50 მილიონი ირანელი იძულებულია, სახლები მიატოვოს და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეს. 50 მილიონი!
მილიონობით ირანელი ბავშვი იტანჯება ირანული რეჟიმის არასათანადო მმართველობის, არაკომპეტენტურობისა და რესურსების ქურდობის გამო.
წყალთან დაკავშირებით ისრაელსაც აქვს პრობლემები და მათ დასაძლევად თანამედროვე ტექნოლოგიები შევიმუშავეთ. ისრაელი გადაამუშავებს გამდინარე წყლების თითქმის 90 პროცენტს. ეს დედამიწაზე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მაჩვენებელზე ბევრად მეტია. ჩვენ გამოვიგონეთ მორწყვის წვეთოვანი სისტემა.
ჩვენი ტექნოლოგიები თითოეულ მცენარეს ზუსტად იმ რაოდენობის სასუქს აწვდის, რამდენიც მას სჭირდება. ისრაელს აქვს ცოდნა, რომ ირანს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კატასტროფა აარიდოს თავიდან.
მინდა, ეს ინფორმაცია ირანელ ხალხს გავუზიარო. სამწუხაროდ, ირანი არ აძლევს უფლებას ისრაელელებს, მათ ქვეყანას ეწვიონ, ამიტომ კრეატიულები უნდა ვიყოთ. ჩვენ შევქმნით ვებგვერდს ფარსიზე, რომელზეც განთავსდება ჩამდინარე წყლების გადამუშავების დეტალური გეგმები. ჩვენ გაჩვენებთ, როგორ გადაარჩინონ ირანელმა ფერმერებმა მოსავალი და გამოკვებონ ოჯახები.
ირანული რეჟიმი გაჰკივის: „სიკვდილი ისრაელს!“
ისრაელი კი პასუხობს: „სიცოცხლე ირანელ ხალხს!“
ირანელი ხალხი კეთილსინდისიერი და პატიოსანია და ასეთი სასტიკი რეჟიმის წინაშე მარტო არ უნდა იყოს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და დაგეხმარებით, რომ მილიონობით ირანელი არ იტანჯებოდეს. ირანული რეჟიმის ზიზღი ვერ შეაჩერებს ჩვენს ერებს შორის პატივისცემასა და მეგობრობას.
-----------------
საქართველოში უკვე აწყობილია ინფრასტრუქტურა
ტვინები ლიბერალური ანესთეზიით დამუშავებულია
მედია სივრცე გაჯერებულია ლიბერო ენჯეოშნიკ ჟურნალისტებით
საკანონმდებლო-პოლიტიკური სისტემაც შექმნილია
კარი ღიაა
დაახლოებით ნახევარი მილიონი მატერიალურად შეძლებული ირანელის გადმოსახლება საქართველოში
მნიშვნელოვანი ზიანია დამპალი ტირანული აიათოლას რეჟიმისთვის
ამდენად სასარგებლოა დიადი ებრაული იზრაელისთვის
თავისთავად საქართველოც მიიღებს ეკონომიკურ და მულტიკულტურულ სარგებელს
მე მომწონს მიშა, მაგრამ არ მომწონს მიშისტები, ისინი მას არ გვანან (c) ჩემით მოვიფიქრე