ნახეთ 6 სექტემბრის ერორი 21.09-იდან, ჩვენთან კგბ-ესგან გამოქცეული ვინმე რუსი ბიზნესმენის გადაცემას უპირებენ ღრუსეთს, მანამდე კი ეგ საწყალი 9 თვე საექსტრადაციო პატიმრობაში ჰყოლიათ ოკუპანტი სახელმწიფოს მოთხოვნით...
მეტად ნიშანდობლივია იმ ქათამი პროკურორშას ამაზრზენი რეჩი, ჩვენ ღრუსეთს, როგორც
ჩვეულებრივ ანუ ნორმალურ სახელმწიფოს ვუყურებთო... საინტერესოა, ყირიმიდან რომ მოეთხოვა ღრუსეთის ადგილობრივ პროკურატურას პირის გადაცემა მათთვის, ეს დასაკლავი გაბერილი ქათამი რას იტყოდა მაშინ...
ასევე არანაკლებ ნიშანდობლივია და ყველაფრის ასკარად მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო ჩვენი პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვისაც ის ფაქტი, რომ ამ გადაცემის საქმეში ფიგურირებს ღრუსეთის გენპროკურორის მოადგილის საგარანტიო წერილიც მასზედ, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო, ანუ როცა ასეთ წერილს გწერენ იქაური ტლა ვერხებიდან, წირდებათ ასეთი წერილის მოწერა, ეს პირდაპირ და დაუფარავად ნიშნავს, რომ იქ ადამიანის უფლებათა დაცვის ნატამალიც კი არაა უზრუნველყოფილი... ჩვეულებრივი ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოს არცერთი თანამდებობის პირი უბრალოდ არ იკადრებდა ასეთი თვითშეურაცხმყოფელი წერილების გაგზავნას სხვა სახელმწიფოებისთვის...
ნუ კაი, ღრუსეთი ღრუსეთია და აქ არაფერია გასაკვირი, მარა ეს ჩვენი მთავარი პროკურატურა და უზენაესი სასამართლო მართლაც რამ დააღლევა ასეთ გასაოცარ დემოკრატიულ (დემოყვერიულ) დონემდე, ეს კი მართლაც ძალზედ საინტერესოა...
წარმოგიდგენიათ, რა დონის საღლევეთში ვცხოვრობთ თურმე?....

უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...